საკრებულოს ფრაქციამ "ზუგდიდი"ელექტრონული პეტიციის ინიციატივა წარადგინა
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ზუგდიდის“ ინიციატივით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საჯარო დისკუსია გაიმართა. შეხვედრაზე ფრაქციის წევრებმა ელქტრონული პეტიციის პრაქტიკის დანერგვის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე იმსჯელეს. გიორგი თოდუას თქმით, ელექტრონული პეტიციის დანერგვით, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებებში უფრო მეტი მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას. „ამ საკითხს დღეს ჩვენ განვიხილავთ საზოგადოებასთან, მოვისმენთ რეკომენდაციებს მათგან და შემდგომ, საბოლოოდ მივიღებთ, როგორც სამართებლივი, ასევე ტექნიკური კუთხით. საკრებულოში უკვე შესულია პროექტის სახით განსახილველად და მე იმედი მაქვს, ამ ინიციატივას საკრებულოს სხვა წევრებიც დაუჭერენ მხარს“,- განაცხადა გიორგი თოდუამ. პეტიციის ტექნიკური უზრუნველყოფის მექანიზმებზე სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელმა კონსტანტინე კანდელაკმა ისაუბრა. მისი განმარტებით, ელექტრონული პეტიცია საკრებულოს გვერდს მიებმება და მომხმარებელს საშუალება ექნება სახლიდან გაუსვლელად შეუერთდეს ნებისმიერ მოთხოვნას. „ყველანაირად კომფორტი ექნება, როგორც მოსახლეობას, ასევე საინიციატივო ჯგუფებს, სახლიდან გაუსვლელად, ინტერენეტის საშუალებით, ჩაერთონ თვითმმართველობის საქმიანობაში, წარმოადგინონ საკუთარი პეტიცია ან დააფიქსირონ პრობლემა, რომლის გადაჭრაც სურთ“, - აღნიშნა კანდელაკმა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი არჩილ თოდუა ამბობს, რომ ელექტონული პეტიციის დანერგვა მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას შეუწყობს ხელს. თუმცა, მისივე განმარტებით, აუცილებელია იმ ერთპროცენტიანი ზღვარის დაწევა, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული და უფრო ნაკლებ რაოდენობას მიეცეს საკუთარი ინიციატივის წარდგენის საშუალება“. აღნიშნული ღონისძიება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) განახორციელა. ხოლო შეხვედრის მხარდამჭერი სამოქალაქო კულტურის საერთშორისო ცენტრია (ICCC) რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
პარკირების საკითხის განხილვას ქალაქის საკრებულოში ხმაური მოჰ...
Radio Atinati
2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა დღეს დაიწყო
sopo xubulava
ზუგდიდში ფრაქცია „რესპუბლიკელები“ დაიშალა
Radio Atinati
ფრაქცია „ენმ“-ის 6 თვიანი მუშაობის ანგარიში
Radio Atinati
ფრაქცია ,,ენმ'' საკრებულოში კლუბ „ზუგდიდის“ წარმომადგენლების...
Radio Atinati
"ქართული ოცნების" ფრაქციის ანგარიში და ბიუჯეტის რეკომენდაციე...
Radio Atinati
კრიზისი ზუგდიდის საკრებულოში - მსჯელობა და შეფასებები
Radio Atinati
სანდრა რულოვსი: ვითხოვთ ჩხეტიას გათავისუფლებას ყოველგვარი სა...
Radio Atinati