ოპოზიცია „თაუნ პარკის“ საკითხის შესწავლას ითხოვს
ზუგდიდის საკრებულოს მომავალ სხდომაზე ოპოზიცია ქალაქის მერიისა და „თაუნ პარკის“ წარმომადგენლბის მისვლას ითხოვს. შესაბამისი შუამდგომლობა ფრაქცია „ენმ“-ის თავმჯდომარემ ანი წითლიძემ დღეს დააყენა. მისი თქმით, პარტიამ აღნიშნულთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო და გაირკვა, რომ კომპანიას ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია. „7 თვის განმავლობაში თაუნ პარკს ბიუჯეტში არცერთი თეთრი შემოუტანია. ეს დავალიანება იძლევა საფუძველს იმისა, რომ მათ ხელშეკრულება შეუწყდეს“, - აღნიშნა წითლიძემ. „ევროპული საქართველოს“ წევრის ბათლომე შელიას თქმით კი, ისინი მერიისგან სიტუაციში გარკვევას ითხოვენ. „ეს უკვე არის შავი ლაქა ხელისუფლებისთვის, რადგან იყო დაპირება, რომ მოწესრიგდებოდა პარკირების საკითხი, მაგრამ არის აბსოლუტური განუკითხაობა. თუკი კომპანია ვერ ასრულებს ვალდებულებებს, ხელშეკურლების შეჩერებაზე უნდა ვიფიქროთ“, - თქვა შელიამ. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას განმარტებით კი, მერიამ „თაუნ პარკს“ ბიუჯეტში თანხის შესატანად და დავალიანების დასაფარად 10 დღიანი ვადა მისცა. „შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც პარკირების საკითხის მოგვარებას ითვალისწინებს, რომ ზუგდიდს ჰქონდეს სრულყოფილი და მოწესრიგებული პარკირების წესი“, - განმარტა წოწერიამ. კომპანიას ტერიტორიები ათწლიანი იჯარით აქვს აღებული. ადგილობრივ ბიუჯეტში „თაუნ პარკმა“ ყოველწლიურად 203 000 ლარი უნდა შეიტანოს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ოპოზიცია ღარიბაშვილი-გომელაურის გადადგომას ითხოვს - შეფასებ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება - შეფასებები პოლი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიცია პარლამენტში - რა იცვლება პოლიტიკურ პროცესებში #თავი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 ოპოზიციის გადაწყვეტილება და გეგმები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიცია დაკავებულია ერთმანეთის ჭამით, ასე გააგრძელონ, კარგი...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ოპოზიცია ნიკა მელიას გვერდით რჩება და პირობას დებს, რომ მისი...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ოპოზიცია გიორგი გახარიას პარლამენტში შესვლის უფლებას არ მისც...
Maestro Television
ოპოზიცია ასახელებს იმ თანამდებობის პირებს, ვინც შოვის ტრაგედ...
ტვ პირველი • TV Pirveli