დევნილთა საკითხის განხილვას ქალაქის საკრებულოში ხმაური მოჰყვა
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ჩასახლებული დევნილების მდგომარეობის განხილვას ხმაური მოჰყვა. აღნიშნული საკითხი ფრაქცია „ენმ“-ის წევრმა ანი წითლიძემ წამოჭრა და საკრებულოს სხდომაზე დევნილლთა სამმართველოს ხელმძღვანელის მოწვევა ითხოვა. „იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. თავის დროზე, როდესაც ბინების გადანაწილების საკითხი იყო, ისინი შიმშილობდნენ. გაუსაძლისია მათი მდგომარეობა. მე გეკითხებით თქვენ, იღებთ პასუხიმგებლობას მათ სიცოცხლეზე?“, - მიმართა წითლიძემ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თაზო ფაცაციას. თავის მხრივ, ფაცაციამ აღნიშნა, რომ ის ადგილზე იმყოფებოდა და მისი შეფასებით, რაიონული საავადმყოფოს ყოფილი შენობაში ცხოვრების პირობები უმძიმესია, თუმცა, ბინების გადანაწილება შესაბამისი წესების მიხედვით ხდება. ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ორი დღის განმავლობაში იატაკი ორჯერ ჩაინგრა. იქ მცოხვრები დევნილები ამბობენ, რომ შენობაში ყოფნა მათთვის საშიშია და განსახლებას ითხოვენ. ისინი ადგილობრივ ხელისფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის მანუჩარ ჩილაჩავას ინფორმაციით, ზუგდიდში ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში ჩასახლებული დევნილები არ ექვემდებარებიან სასწრაფო განსახლებას. ჩილაჩავას თქმით, აღნიშნულს 2015 წლის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს. დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოსკოვის ქუჩაზე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობეი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცემა. აღნიშნულ ფართობზე კი დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსები აშენდება. ამავე თემაზე: რაიონულ საავადმყოფოში იატაკი ისევ ჩაინგრა - დევნილები შიმშილობით იმუქრებიან (ვიდეო) რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: / rado.atinati Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადება დევნილთა საკითხებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დევნილების მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დევნილების მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჟენევის მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კომისია 800 დევნილი ოჯახისთვის სოფლად სახლის შესყიდვის საკით...
დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო
კომისია 500 დევნილი ოჯახისთვის სოფლად სახლის შესყიდვის საკით...
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო
კომისია გორში 480 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკით...
დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო
კომისია 400-მდე დევნილი ოჯახისთვის სოფლად სახლის შესყიდვის ს...
დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო