აფხაზეთიდან დევნილი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში შიმშილობას აპირებს
აფხაზეთიდან დევნილი შშმ პირი ბადრი ზაქარაია დევნილთა სამინისტროს უნდობლობას უცხადებს, - ამის შესახებ მან ფრაქცია „ენმ“-ის ოფისში განაცხადა. მისი თქმით, უკვე, მეორე წელია, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ჰპირდებიან, თუმცა, ამ დროისთვის, ცოლ-ქმარი, მცირეწლოვან შვილთან ერთად, ნაქირავებში ცხოვრობს. „8,5 ქულა მოგვივიდა. 10 დღის წინ ველაპარაკე მანუჩარ ჩილაჩავას, დამპირდა, რომ მოვიდოდა კომისია, მაგრამ არ ჩანან... მძიმე პირობებში ვცხოვრობთ, მოვიდნენ და ნახონ“, - აღნიშნა ზაქარაიამ. მან ფრაქცია „ენმ“-ს მიმართა. როგორც საკრებულოს წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა, მათ შესაბამის უწყებებთან იშუამდგომლეს, რათა ზაქარაიების ოჯახისთვის დახმარება გაეწიათ. „მოვუწოდებთ ყველას, ვისაც ევალება ამ ქულების გადამოწმება, რომ დაინტერესდნენ ამ მოქალაქის პრობლემით, მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ ამ პროცესებს, რადგან ის ადამიანები, ვისაც მართლა სჭირდებათ ბინები, ვერ იღებენ მათ“, - განაცხადა წითლიძემ. დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელის მანუჩარ ჩილაჩავას ცნობით, კომისიის მიერ ქულების გადამოწმება კონკურსის წესის შესაბამისად მოხდება. „სახელმწიფო უკვე რამდენიმე თვეა, ბინის ქირას უხდის მათ. ვიცი, რომ მძიმე საცხოვრებელი პირობები აქვთ, თუმცა, ჯერჯერობით, კომისიას 8,5 ქულიანების შემოწმება არ დაუწყია“, - განმარტა ჩილაჩავამ. იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ზაქარაია პროტესტის უკიდურეს ფორმას შიმშილობას მიმართავს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ადა მარშანია ზუგდიდში მოშიმშილე დევნილებს შეხვდა
Radio Atinati
აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია პროკურატურასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ტყის ძმების" ყოფილი მეთაური შესაძლოა ახალ საზოგადოებრივ მოძ...
Radio Atinati
ზუგდიდში აქციის მონაწილე დევნილების ქულებს გადაამოწმებენ
Radio Atinati
ირუზა კაკავა დევნილი ქალი კონფლიქტის ზონიდან
Radio Atinati
სოციალურად დაუცველი დევნილი ოჯახი დახმარების მოლოდინში
Radio Atinati
დარჩელში წარმოებული ჩირის “კანფეტები” და სასარგებლო ტკბილეულ...
Radio Atinati