დარჩელში წარმოებული ჩირის “კანფეტები” და სასარგებლო ტკბილეული
აფხაზეთიდან დევნილი ეკა ხუტკუბია თითქმის 20 წელია, რაც დარჩელში, საკუთარ ეზოში დაკრეფილი ხილისგან ჩირის სხვადასხვა სახეობას ამზადებს. მანამდე, გემრიელი და ჯანსაღი ტკბილეულით მხოლოდ ოჯახის წევრებს ანებივრებდა, ახლა კი თავის ნაწარმს ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. „ბავშვობიდან მახსოვს, დედაჩემი აკეთებდა არაჩვეულებრივად ლეღვის ტყლაპს და ჩირს, ალბათ გამომყვა ეს ცოდნა. უკვე ქმრის ოჯახში, სადაც ეზოში დიდი რაოდენობით ხილი გვაქვს, გავიფიქრე, მოდი გავაკეთებ განსხვავებულად, ლამაზად გავაფორმებ და გავყიდი. იქიდან წამოვიდა ეს საქმეც, რომელიც ძალიან მიყვარს. როცა დაღლილი ვარ, დღის ბოლოს, განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა“, - ამბობს ეკა. მისი თქმით, ჩირს თითქმის ყველა სახეობის ხილისგან ამზადებს - გაზაფხულზე მარწყვით იწყებს და ზამთარში ციტრუსებით ასრულებს. ცდილობს, პროდუქტმა ფერი და გემოვნური თვისებები მაქსიმალურად შეინარჩუნოს. „ძალიან იშვიათად, არასეზონზე მიწევს ხილის ყიდვა. მომზადებისას არაფერს არ ვამატებ, აბსოლუტურად ნატურალურია. მცირე საშრობი ერთ-ერთმა ორგანიზაციამ მაჩუქა. საქმე გამიმარტივდა, თან მზეზე გამომშრალისგან განსხვავებით, ჩირიც ფერს ინარჩუნებს“, - გვითხრა მან. გვიხსნის, რომ მზა ნაწარმს ყველაზე ხშირად რესტორნები ყიდულობენ. ეკას მიერ მომზადებული ჩირი და ტყლაპი რამდენიმე გამოფენაზეც დააგემოვნეს. „დავაკვირდი, რომ უშაქრო ჩირზე მოთხოვნა მეტია, ამიტომ ოდნავ დაშაქრულ პროდუქციასაც კი მინიმალური რაოდენობით ვამზადებ. ძირითადად რესტორნებში იყიდება, იყენებენ სიძე-პატარძლის სუფრის გასალამაზებლად. სხვადასხვა ობიექტების გახსნისას ხშირად მომმართავენ. რამდენჯერმე გავიტანე გამოფენაზე, სადაც ყველას მოეწონა“, - გვიყვება ეკა. შარშან ასორტიმენტი გააფართოვა და ჩირის „კანფეტების“ დამზადება დაიწყო, რამაც მომხმარებლების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. „სულ ვფიქრობ სიახლეებზე. კანფეტებში სულ 7 სახეობის ხილს ვიყენებ. მთავარი ინგრედიენტი ჩირია, რომელსაც ნიგოზს, თაფლს და რამდენიმე სანელებელს ვამატებ. ასეთი „კანფეტები“ გემრიელთან ერთად, ძალიან სასარგებლოცაა“, - თვლის ჩვენი რესპოდენტი. ეკას თქმით, ამ ეტაპზე ჩირის და ტყლაპის დიდი რაოდენობით წარმოებას შესაბამისი დანადგარების უქონლობის გამო ვერ ახერხებს. „ამ წუთისთვის დიდი საშრობი დანადგარი და მაცივარი მჭირდება, გამზადებული პროდუქციის შესანახად. ასევე, მომავალში ვაკუუმის აპარატი, მაღაზიებში გასატანად რომ შევფუთო ჩირი. ხილი ბევრი მაქვს. რამდენიმე დღეში მაქვს პრეზენტაცია, დიდი იმედი მაქვს, რომ გრანტს მივიღებ. ამ შემთხვევაში, 200 კილოგრამამდე ხილს გავაშრობ და უფრო დიდ ბაზარზე გავიტან ნაწარმს. ასევე, დავასაქმებ 2 ადგილობრივ ქალსაც“, - ამბობს ეკა ხუტკუბია. წარმოების გაფართოების შემთხვევაში, ის ბრენდირებული შეფუთვის შექმნას და პროდუქტის ტურისტულ ლოკაციებზე გაყიდვასაც გეგმავს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
დამწყები მეწარმეების შეხვედრა ფერმერ მარიკა კოდუასთან
Radio Atinati
დარჩელში პრემიერი მეწარმეებს შეხვდა
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
დარჩელში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონ...
STV NEWS
დარჩელში თხილის სასაწყობე და საშრობი მეურეობა აშენდება
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
დარჩელში ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ პურით იკვებებიან, შემწე...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
სოფელ დარჩელში შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებულ 82 წლის მამაკაც...
PalitraNews
სოფელ დარჩელში სკოლის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება
MDF Georgia
სოფელ დარჩელში თხილის საშრობი მანქანა–დანადგარები მოეწყობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster