გაეროს ქალთა ორგანიზაციის ბენეფიციარები, რომლებსაც ბიზნესის დაწყებისა და გაფართოებისთვის მცირე გრანტები გადაეცათ, ზუგდიდის რაიონ სოფელ დარჩელში წარმატებული ახალგაზრდა ფერმერის, მარი კოდუას საქმიანობას გაეცნენ. კოდუების საოჯახო ბიზნესი სოფლის მეურნებობის რამდენიმე დარგს: მეთხილეობას, მეფუტკრეობას და მეცხოველეობას აერთიანებს.
„საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ მიერ ზუგდიდის რაიონ სოფელ დარჩელში ორგანიზებულ შეხვედრაში ოცდაათამდე ბენეფიციარი მონაწილეობდა. კოდუებმა დამწყებ მეწარმეებს აგრო კალენდარით დაგეგმილი ყველა საქმიანობის შესრულების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ბენეფიციარებმა ადგილზე დაათვალიერეს მეურნეობა და ფერმერისგან ის პრაქტიკული ცოდნა გაიზიარეს, რომელიც სწორი მეწარმეობის წარმართვისთვის არის საჭირო. ასევე, გაეწიათ კონსულტაციები ბიზნესის წარმოების სხვადასხვა მიმართულებით.
„დამწყებ მეწაარმეებს სოფლის მეურნეობაში ჩვენი გამოცდილება გავუზიარეთ. დავათვალიერებინეთ თხილის გადამამუშავებელი საწარმო და პლანტაციები. ვანახეთ, როგორ უნდა იყოს განთავსებული ფუტკრითვის სკები და გავაცანით სასაქონლე მეურნეობისთვის საჭირო ინფორმაცია,“ - აღნიშნა ფერმერმა მარი კოდუამ.
ბენეფიციარებმა მსგავსი შეხვედრების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
„საქართველოს ფერმერთა ასოციაცია სოფლის მეურნებაში ქალის როლის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. მსგავს შეხვედრებზე მიღებული პრაქტიკულ გამოცდილება დამწყებ მეწარმეებს დაგვეხმარება, რომ სწორად წარვმართოთ ჩვენი საქმიანობა. აუცილებელია მსგავსი შინაარსის შეხვედრები მომავვალშიც გაიმართოს,“ -აღნიშნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბენეფიციარმა ასმათ კუჭავამ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში,“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ“ იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ბენეფიცარებისთვის უკვე გამართა ტრეინინგი ქუთაისსა და ზუგდიდში მარკეტინგსა და გაყიდვებში. ტრენინგები, რომელიც განკუთვნილი იყო მცირე მეწარმეებისთვის , პროდუქტის მარკეტინგული მხარდაჭერის აუცილებელი კომპონენტებისა და ბაზრების გასაღების შესახებაც მიიღეს ინფორმაცია.
„ბენეფიციარებს შევთავაზეთ ინდივიდუალრი კონსულტაიცები, რაც სიახლეს წარმოადგენდა. ჩვენთვის როგორც ფერმერთა ასოციაციისთვის მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობა. აგრალური სექტორით დაინტერესებული პირების განათლების ამაღლება. მზაობას გამოვქვამთ ქალთა როლის გაძლიერებაში მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლოთ,“ - თქვა „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა, პროექტის კოორდინატორმა თამთა მამულაიძემ.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/