ზუგდიდში 144 დევნილ ოჯახს ბინების გასაღებები გადაეცა
ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ორ ახლადაშენებულ თორმეტსართულიან კორპუსში 144 დევნილ ოჯახს ბინების გასაღებები ადგილობრივი მთავრობისა და დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გადასცეს. განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილის გრიგოლ გიორგაძის თქმით, შერჩევის პროცესი გამჭვირვალე იყო. მასში ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართული. „ჩვენ დამატებით ოთხ თორმეტსართულიან კორპუსს ვაშენებთ, რომელსაც კომპანია ოქტომბერში ჩაგვაბარებს. ყველა ის დევნილი, ვინც უბინაოა და არის უმძიმეს მდგომარეობაში, ეტაპობრივად დაკმაყოფილდება“, - განაცხადა გიორგაძემ. ახალ კორპუსებში დევნილებმა 72 ერთოთახიანი, 48 ოროთახიანი და 24 სამოთახიანი ბინები მიიღეს. მათი თქმით, ახალ საცხოვრებელს, უკვე, წლებია ელოდებიან. „25 წელიწადია, ბინას ველოდებით. ჩვენ 6 სულიანი ოჯახი ვართ. ძალიან მოგვეწონა“, - თქვა ერთ-ერთმა დევნილმა კობა შენგელიამ, რომელიც მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ამ დრომდე ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში ცხოვრობდა. ბინების გადაცემის პროცესი ბარამიას ქუჩაზე ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. რამდენიმე დევნილის თქმით, ისინი გაუსაძლის პირობებში არიან და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ითხოვენ. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულნი. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდში 144 დევნილ ოჯახს ახალი ბინების გასაღებები გადაეცა
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
ზუგდიდში 144 დევნილ ოჯახს ახალი ბინების გასაღებები გადაეცა
დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო
144 დევნილ ოჯახს ზუგდიდში ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გად...
დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო
ენმ: ბარამიას ქუჩაზე დევნილებს ბინების დაკანონებას პოლიტიკურ...
Radio Atinati
დევნილების პროტესტი და სამინისტროს პასუხი
Radio Atinati
დევნილებისთვის 4 ახალი კორპუსის მშენებლობა იწყება
Radio Atinati
ზუგდიდში 144-მა დევნილმა ოჯახმა ბინა მიიღო
Radio Atinati
ზუგდიდში დევნილმა ქალმა თვითმკლველობა სცადა
Radio Atinati