ზუგდიდში 144-მა დევნილმა ოჯახმა ბინა მიიღო
ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 2 თორმეტსართულიან ახლადაშენებულ კორპუსში 144 დევნილმა ოჯახმა საცხოვრებელი ფართი მიიღო. იძულებით გადაადგილებულ პირებს ბინები კენჭისყრის პრინციპით გადაეცათ. განაწილების პროცესს, რომელიც კომბინატის კულტურის სახლში დღეს ჩატარდა, ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე კომისიის სხვა წევრები ესწრებოდნენ. „ჩვენ ვაკეთებთ განაწილებას ქულების მიხედვით და ეს პროცესი სამართლიანია. რაც შეეხება იმ დევნილებს, რომლებიც ამ ეტაპზე ვერ მოხვდნენ, ჩვენ ორი დღის განმავლობაში ვხვდებით მათ და ვაძლევთ არგუმენტირებულ პასუხს, თუ რატომ ვერ მიიღეს ამ ეტაპზე ბინა“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა 72 ერთოთახიანი, 48 ოროთახიანი და 24 სამოთახიანი ბინა მიიღეს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, საცხოვრებელი ფართები პირველ სართულზე ექნებათ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდში 144 დევნილ ოჯახს ახალი ბინების გასაღებები გადაეცა
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
ზუგდიდში 144 დევნილ ოჯახს ახალი ბინების გასაღებები გადაეცა
დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო
ზუგდიდში 144 დევნილ ოჯახს ბინების გასაღებები გადაეცა
Radio Atinati
ზუგდიდში მატერიალური მხარდაჭერის პროგრამის გამარჯვებულები და...
Radio Atinati
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ზუგდიდელებს დამოუკი...
Radio Atinati
ზუგდიდში სამეცნიერო-თეორიული კონფერენცია მიმდინარეობს
Radio Atinati
ადგილობირივი მწარმოებლები თხილის ფასის ვარდნას აპროტესტებენ
Radio Atinati
დევნილების პროტესტი და სამინისტროს პასუხი
Radio Atinati