ზუგდიდში მატერიალური მხარდაჭერის პროგრამის გამარჯვებულები დააჯილდოეს
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში მატერიალური მხარდაჭერის კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოეს. ღონისძიება საერთაშორისო ორგანიზაცია “Hilfswerk International”-ის და პარტნიორი ასოციაცია „თანხმობის“ პროექტის „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მატერიალური მხარდაჭერის პროგრამის პირველი და მეორე ეტაპის ფარგლებში გამარჯვებული ბიზნეს იდეები. გამარჯვებულ ბენეფიციარებს სერთიფიკატები და მათი ბიზნესის განხორციელებისთვის შეძენილი ინვენტარი გადაეცათ. ღონისძიებას ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, სახელმწიფო სტრუქტურების, ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ბენეფიციარებთან სამ სხვადასხვა რეგიონში - სამეგრელოში, შიდა ქართლსა და იმერეთში ვიმუშავეთ. ვთვლი, რომ მივაღწიეთ მიზანს - ნაბიჯ-ნაბიჯ შევცვალეთ უამრავი ადამიანის ცხოვრება, უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ ჩავუტარეთ მათ ტრენინგები, შევასწავლეთ ახალი პროფესიები, რისი მეშვეობითაც მოხდა მათი რესოციალიზაცია-რეინტეგრაცია საზოგადოებაში. მჭიდროდ ვიმუშავეთ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან და მოხარულები ვართ რომ ეს თანამშრომლობა ნაყოფიერი გამოდგა“, - თქვა "Hilfswerk International"-ის რეგიონულმა მენეჯერმა ელენა სმირნოვამ. ორგანიზატორების ინფორმაციით, მატერიალური მხარდაჭერის პროგრამა პირობით მსჯავრდებულ პირთა და ყოფილ პატიმართა რეასოციალიზაცია - რეინტეგრაციის პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მისი პირველი ეტაპის ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში 16, მეორე ეტაპზე კი 32 გამარჯვებული ბიზნეს იდეა დაფინანსდა, რომელთა საერთო ბიუჯეტმა 160 000 ლარი შეადგინა. პროგრამა მიზნად ისახავდა პირობით მსჯავრდებული პირებისთვის და ყოფილი პატიმრებისთვის ან მათი ოჯახის წევრებისთვის ახალი ბიზნესის დაწყებაში, ან უკვე არსებული ბიზნეს საქმიანობის გაფართოებაში დახმარებას ან საარსებო წყაროს შექმნას. ამ მიზნით მათ 1500 ევროდან 5000 ევრომდე ოდენობის ფინანსური მხარდაჭრა მიიღეს. პროექტი „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისთვის“ დაფინანსებულია ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ და ხორციელდება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან, დანაშაულის პრევენციის, პრობაციისა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების სააგენტოსთან თანამშრომლობით. პროექტი 2017 წელს დაიწყო და 2020 წლის 1 მაისამდე გაგრძელდება. პროექტის მეორე ეტაპის მიზანია შიდა ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში მცხოვრები სრულწლოვანი პრობაციონერების, განრიდებული პირების, ყოფილი მსჯავრდებულებისა და მათი ოჯახის წევრების რესოციალიზაციის ხელშეწყობა ინტეგრირებული მიდგომის გზით. ასევე ქსნის მე-15-ე დაწესებულების მაგალითზე, პატიმართა დასაქმების კერების შექმნა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ასოციაცია „თანხმობის“ პროექტის საინფორმაციო ღონისძიება ზუგდი...
Radio Atinati
"დეამ" მერიის წარმომადგენლებს შშმ პირთა საჭიროებებზე ჩატარებ...
Radio Atinati
ზუგდიდში ფერმერთა მომსახურების ცენტრი გაიხსნა
Radio Atinati
ზუგდიდის საარსებო წყაროების განვითარების ცენტრში სოციალურ თე...
Radio Atinati
„სამართლიანი არჩევნების“ ბრიფინგი ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"განაახლე უსარგებლო ნივთები" - ტრენინგი ზუგდიდში
Radio Atinati
სუს-ის გარდაცვლილი თანამშრომლის და: ჩემი ძმა გუბერნატორის და...
Radio Atinati
ყოფილ მსჯავრდებულებსა და პრობაციონერებს გრანტები და ტექნიკა...
Radio Atinati