ზუგდიდის საარსებო წყაროების განვითარების ცენტრში სოციალურ თემაზე ტრენიგი ჩატარდა
ზუგდიდში, საარსებო წყაროების განვითარების ცენტრში (LDC) ყოფილ მსჯავრდებულებსა და პრობაციონერებს სოციალური უნარების ოთხდღიანი ტრენინგი თემაზე „ეფექტური სოციალური და სამუშაოს მოძიების უნარები” ჩაუტარდათ. სწავლებაში ჩართულები იყვნენ პროექტის მონაწილეები კახეთიდან, შიდა ქართლიდან, იმერეთიდან და სამეგრელოს რეგიონიდან. პროექტის მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა სამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნეს კომპანიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გზით. ტრენინგი 4 ძირითად თემას: ეფექტური კომუნიკაციას, კონფლიქტების მართვას, რეზიუმეს წერას და სამუშაოს მოძიებას მოიცავდა. მონაწილეებმა ასევე პროექტის ფარგლებში ორთვიანი პროფესიული გადამზადების კურსი გაიარეს. სემინარების დასრულების შემდეგ კი ბენეფიციარებს ბიზნეს წინადადების წარმოდგენის შემდეგ, აქვთ შესაძლებლობა მიიღონ 400 ევროს მოცულობის ფინანსური მხარდაჭერა მატერიალური ფასეულობის სახით. პროექტი - „განათლება რეინტეგრაციისათვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად” - შიდა ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის რეგიონში და თბილისში ხორციელდება. პროექტი 2020 წელს დასრულდება და მასში 300 მსჯავრდებული, ყოფილი მსჯავრდებული და პრობაციონერი მიიღებს სხვადასხვა სახის სარგებელს. 2018 წლის გაზაფხულზე შიდა ქართლისა და იმერეთის რეგიონებში პროექტში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღების მორიგი ეტაპი დაიწყება. პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები არიან: ASB საქართველო, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG). რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
სახელმწიფო პროგრამების შესახებ 6000-მდე დევნილმა ოჯახმა მიიღ...
Radio Atinati
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტმ მოხალისეე...
Radio Atinati
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტმ მოხალისეე...
Radio Atinati
დევნილთა ინფორმირების კამპანიაში ჩართულ მოხალისეებს სერტიფიკ...
Radio Atinati
ყოფილ მსჯავრდებულებსა და პრობაციონერებს გრანტები და ტექნიკა...
Radio Atinati
ACT –ის კვლევის პრეზენტაცია ზუგდიდში
Radio Atinati
ცენტრი "აფხაზეთსა“ და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგე...
Radio Atinati
სასათბურე მეურნეობები დევნილებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster