სახელმწიფო პროგრამების შესახებ 6000-მდე დევნილმა ოჯახმა მიიღო ინფორმაცია

08.09.2017 01:45

ზუგდიდში, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საინფორმაციო კამპანიაში მონაწილე 60 - მდე მოხალისეს საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა. მოხალისეები ერთი თვის განმავლობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ინფორმაციას იმ პროექტების შესახებ აწვდიდნენ, რომლებსაც დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და სხვადასხვა სამინისტროები ახორციელებდნენ.აღნიშნული საინფორმაციო კამპანია სააგენტომ მიმდინარე წლის 25 ივლისიდან დაიწყო. მოხალისეები ზუგდიდის, წალენჯიხის, გორის, კასპის, ხაშურისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში არსებულ დევნილთა ჩასახლებებში, კარდაკარის პრინციპით, 6000 - მდე დევნილ ოჯახს შეხვდნენ და საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო მასალები დაურიგეს. ახალგაზრდებს სერტიფიკატები დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ირაკლი უჯმაჯურიძემ და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის ZRDA-ს წარმომადგენლებმა გადასცეს. „ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი დევნილი ჩავრთოთ, როგორც ეკონომიკის და სოფლი მურნეობის სამინისტროს, ასევე ჩვენი სააგენტოს პროგრამებში. დღეს ჩვენ ვუმასპინძლეთ სამოცამდე მოხალისეს. იყვნენ ზუგდიდიდან, წალენჯიხიდან, გორიდან, გარდაბანიდან და ა.შ. ამ ახალგაზრდების მეშვეობით დევნილების ინფორმირებულობა გაიზრადა 25%-ით“, - განაცხადა ირაკლი უჯმაჯურიძემ. კამპანია იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის 2016-2017 წლების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარდა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საინფორმაციო შეხვედრა მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამების შესახებ
01:04

საინფორმაციო შეხვედრა მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამების...

Municipality of Marneuli

„სახელმწიფო შენი პარტნიორი“ - პროგრამები მეწარმეებისთვის
04:36

„სახელმწიფო შენი პარტნიორი“ - პროგრამები მეწარმეებისთვის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მოსახლეობასთან შეხვედრა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში
01:22

მოსახლეობასთან შეხვედრა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

პროფესიული სწავლება-უფასო განათ...
02:01

პროფესიული სწავლება-უფასო განათ...

odishitv

ქვემო ქართლის რწმუნებულის საქმიანობის ანგარიში
00:27

ქვემო ქართლის რწმუნებულის საქმიანობის ანგარიში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტმ მოხალისეები შერაჩია
02:08

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტმ მოხალისეე...

Radio Atinati

\"იმოქმედე ძალადობის წინააღმდეგ\" - შეხვედრა ზუგდიდში
03:34

"იმოქმედე ძალადობის წინააღმდეგ" - შეხვედრა ზუგდიდში

Radio Atinati

საინფორმაციო კამპანია დევნილთა დასახლებებში
02:20

საინფორმაციო კამპანია დევნილთა დასახლებებში

Radio Atinati

ყველა ვიდეო