მოსახლეობასთან შეხვედრა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში
ღია დიალოგის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონის სოფელ წინწყაროს, ქოსალარისა და ხაიშის მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ, პარლამენტში თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოდერძი ჩანქსელიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა სოფლების მცხოვრებლებს სახელმწიფო პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა განიხილეს და ადგილზე არსებული საჭიროებების გადაწყვეტის გზებზე, ერთობლივად იმსჯელეს. სოფელი წინწყაროს, ქოსალარისა და ხაიშის მოსახლეობისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად წყალმომარაგებით უზრუნველყოფა რჩება. აღნიშნული მიმართულებით სამუშაოები 2020 წლის განმავლობაში განხორციელდება. 2019 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში განხორციელდება 8 000 000 - მდე ღირებულების 128 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ფარგლებში დასრულებულია და მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ამბულატორიების მშენებლობა, სკოლების და საბავშო ბაღების რეაბილიტაცია, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პროექტები და სტიქიის პრევენციის მიზნით დაგეგმილი სხვა აუცილებელი სამუშაოები. #ქვემოქართლისრეგიონი2019 #მოსახლეობასთანშეხვედრები2019 #თეთრიწყარო2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება...
01:52
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავშ...
02:21
ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორ...
01:39
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარ...
01:42
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეუ...
01:09
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მ...
00:58
მარნეულში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგუ...
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
#არჩევნები2020 „ქართული ოცნების“ კანდიდატის შეხვედრა მოსახლე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა მოსახლეობასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოსახლეობასთან შეხვედრა
Livepress. ge
მოსახლეობასთან შეხვედრა
გიორგი ხოჯევანიშვილი
მოსახლეობასთან შეხვედრა
info9 info99
მოსახლეობასთან შეხვედრა
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
მოსახლეობასთან შეხვედრა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი