მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

25.06.2020 01:09

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, ქალაქ მარნეულში, პროფესიული კოლეჯის მშენებლობის პროცესს, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ. 150 სტუდენტზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შენობა, სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის, ექნება თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები. შენობა აღიჭურვება შესაბამისი ტექნიკით, გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის ცენტრალური სისტემით. გარდა სასწავლო კორპუსისა, კეთილმოეწყობა სასწავლებლის ეზო და ღია სპორტული მოედანი. აღსანიშნავია, რომ რეგიონში, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება - კოლეჯი „მოდუსი“ მოქმედებს, რომელიც ქალაქ რუსთავში მდებარეობს. მარნეულში მშენებარე კოლეჯი „მოდუსის“ ფილიალი იქნება და, მნიშვნელოვნად გაზრდის მხარეში, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობას. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით ხორციელდება. პროფესიული სასწავლებელი ფუნქციონირებას 2021 წლიდან დაიწყებს და მარნეულის, გარდაბნის, დმანისის, ბოლნისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების საჭიროებების გათვალისწინებით, ძირითადად სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო და მომზადება-გადამზადების პროგრამებს განახორციელებს. #ქვემოქართლი2020 #მარნეული2020 #ინფრასტრუქტურა2020 #განათლება2020 #სახელმწიფორწმუნებული2020 #შოთარეხვიაშვილი2020 #StopCoV #COVID19

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

„მოდუსის“ რეაბილიტაცია
01:16

„მოდუსის“ რეაბილიტაცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მარნეულში პროფესიული სასწავლებელი \"მოდუსი\" გაიხსნა
02:24

მარნეულში პროფესიული სასწავლებელი "მოდუსი" გაიხსნა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესი მარნეულში.
02:33

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესი მარნეულში.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

პროფესიული განათლების ფესტივალი მარნეულში
03:39

პროფესიული განათლების ფესტივალი მარნეულში

Municipality of Marneuli

18.03.2017 /გიორგი მაჩაბელი პროფესიული უნარების ტრენინგის მიმდინარეობას მარნეულში გაეცნო
01:58

18.03.2017 /გიორგი მაჩაბელი პროფესიული უნარების ტრენინგის მი...

მასწავლებლის სახლი / Teacher House

მარნეულში 32 დევნილი ოჯახისთვის ახალი დასახლება მოეწყობა
01:48

მარნეულში 32 დევნილი ოჯახისთვის ახალი დასახლება მოეწყობა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

მარნეულში 32 დევნილი ოჯახისთვის ახალი დასახლება მოეწყობა
01:16

მარნეულში 32 დევნილი ოჯახისთვის ახალი დასახლება მოეწყობა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობისადმი მიძღვნილი ტურნირი
02:58

საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობისადმი მიძღვნილი ტურნირ...

Municipality of Marneuli

ყველა ვიდეო