საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესი მარნეულში.


ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მოადგილესთან და მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად, მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

სახელმწიფო რწმუნებული პირადად იმყოფებოდა სოფელ შულავერში, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, 450 მოსაწავლეზე გათვლილ, თანამედროვე სტანდარტების სკოლას აშენებს. პროექტის ფარგლებში, ეწყობა საკლასო ოთახები, ლაბორატორა, სააქტო დარბაზი, ღია და დახურული სპორტული მოედნები, სასადილო და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა. აღსანიშნავია, რომ რეგიონის მასშტაბით, სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, დაახლოებით 43 მილიონი ლარის ღირებულების 17 ახალი, მცირე და დიდ კონტიგენტიანი, სკოლების მშენებლობას ახორციელებს, რეაბილიტაცია უტარდება 70-ს. მათ შორის, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სულ, 8 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და 3-ის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება.

შოთა რეხვიაშვილი ქალაქ მარნეულში პროფესიული სასწავლებლის ,,მოდუსის“ მშენებლობის მიმდინარე ეტაპსაც გაეცნო და ადგილზე უკვე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით ხორციელდება. პროფესიული სასწავლებელი 150 სტუდენტზეა გათვლილი, რომელიც სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის, მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები. შენობა აღიჭურვება შესაბამისი ტექნიკით, გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის ცენტრალური სისტემით. გარდა სასწავლო კორპუსისა, კეთილმოეწყობა სასწავლებლის ეზო და ღია სპორტული მოედანი. საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებას 2021 წლიდან დაიწყებს და მარნეულის, გარდაბნის, დმანისის, ბოლნისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების საჭიროებების გათვალისწინებით, ძირითადად სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო და მომზადება-გადამზადების პროგრამებს განახორციელებს.
#ქვემოქართლი2020
#მარნეული2020
#ინფრასტრუქტურა2020
#განათლება2020
#სახელმწიფორწმუნებული2020
#შოთარეხვიაშვილი2020

ვიდეოები „ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია"-ისგან