ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეულში

27.05.2020 01:42

მარნეულის მუნიციპალიტეტში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. სასმელი წყლის ახალი ქსელები ეწყობა მუნიციპალიტეტის სამ დიდ ადმინისტრაციულ ერთეულში, პროექტის დასრულების შემდეგ - ალგეთის, ქუთლიარისა და კაპანახჩის 8 სოფელი, ჯამში კი 19 107 ბენეფიციარი, ხარისხიანი სასმელი წყლით, შეუფერხებლად მომარაგება. პროექტი, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 677 520 ლარითაა დაფინანსებული. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მარნეულში წყლისა და წყალარინების სრულიად ახალი, თანამერდოვე სისტემების მშენებლობა. პროექტების დასრულების შედეგად, ქალაქ მარნეულის და მარნეულის მუნიციპალიტეტის მიმდებარე სოფლების - წერეთლის, საიმერლოს, დიდი ბეგლიარის, პატარა ბეგლიარისა და ყიზილაჯლოს მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ მარნეულის, ბოლნისისა და სოფელ ყიზილაჯლოს ადგილობრივი მაცხოვრებლები. პროექტების ჯამური ინვესტიცია 175 მილიონ ლარზე მეტია. მუნიციპალიტეტში, რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებიც - ამ ეტაპზე, შიდა გზების მოასფალტება სოფელ სადახლოში, მოლაოღლიში, გაჯისაკენდში და დაშტაფაში მიმდინარეობს. 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. #ქვემოქართლი2020 #მარნეული2020 #ინფრასტრუქტურა2020 #StopCoV #COVID19

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მარნეულში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
03:00

მარნეულში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

Municipality of Marneuli

მარნეულში სასმელი წყლის ქსელის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი ხორციელდება
02:04

მარნეულში სასმელი წყლის ქსელის მშენებლობის ფართომასშტაბიანი...

Municipality of Marneuli

უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსის რესტავრაცია დაიწყო
00:45

უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსის რესტავრაცია დაიწყო

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გუბერნიაში რუსთავში განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს
01:04

გუბერნიაში რუსთავში განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

ფართომასშტაბიანი კონფლიქტის საფრთხე

ფართომასშტაბიანი კონფლიქტის საფრთხე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ფართომასშტაბიანი სწავლება “სამოქალაქო უსაფრთხოება 2021” ჩაატარდა
02:26

ფართომასშტაბიანი სწავლება “სამოქალაქო უსაფრთხოება 2021” ჩაატ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი
03:51

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ფართომასშტაბიანი ტესტირების საკითხი
01:45

ფართომასშტაბიანი ტესტირების საკითხი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო