უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსის რესტავრაცია დაიწყო

08.08.2018 00:45

ფართომასშტაბიანი სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები დაიწყო უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსზე. პროცესი რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი. პროექტი მოიცავს ციტადელის მიწისგან გაწმენდის სამუშაოებს, მისი ცალკეული არქიტექტურული სეგმენტების კონსერვაციასა და ინფრასტრუქტურული კვანძების მოწყობას. არქიტექტურული სეგმენტების გაწმენდისა და საკონსერვაციო სამუშაოების შემდეგ, ციხე-ქალაქის ციტადელზე სტუმრებისთვის დამონტაჟდება მოაჯირები და გადასახედები. ისტორიული ცნობების მიხედვით, უჯარმა, რომელიც მესამე-მეოთხე საუკუნეების მიჯნაზე აშენდა, ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა. უჯარმის ციხის აღმშენებლობა და განვითარება ვახტანგ გორგასალს უკავშირდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

გაზიარება: