საგანმანათლებლო დაწესებულებების სარეაბილიტაციო სამუშაოები

18.04.2019 02:33

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსმა, ზვიად როსტომაშვილმა და თვითმმართველობების ხელმძღვანელმა პირებმა, რუსთავსა და მარნეულში საგანმანათლებლო დაწესებულებების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პირადად იმყოფებოდნენ რუსთავის პროფესიულ კოლეჯში, ,,მოდუსში”, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებითვის 2 მილონამდე ლარია გათვალისწინებული. შედეგად სრულიად განახლდება და აღიჭურვება სასწავლებლის ორი კორპუსი, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, სასწავლო პროგრამების რაოდენობა 4-დან 16-მდე გაიზრდება და 1000 სტუდენტის მიღებას შეძლებს. ამჟამად სამუშაოები დასრულების ფაზაშია. ახალი სასწავლო წლიდან ექსპლუტაციაში შევა მარნეულის პირველი საჯარო სკოლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შენობა, რომელიც 350 მოსწავლეზეა გათვლილი და აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით და სახანძრო უსაფრთხოების სისტემით. საგანმანათლებლო დაწესებულება ადაპტირებული იქნება განსაკაუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის. პროექტის ფარგლებში სკოლაში, ასევე, მოეწყობა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები და ღია სპორტული მოედანი. შოთა რეხვიაშვილმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს, ნათია ზედგინიძეს და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსს, ზვიად როსტომაშვილს რეგიონში მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტების განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა. სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, რომ რეგიონში საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაცია და მოსწავლეებისთვის თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, წლიდან-წლამდე, მნიშვნელოვნად უმჯობესდება და ამ მიმართულებით ბევრი საჭირო და საინტერესო პროექტია დაგეგმილი. ასევე, ყურადღება გაამახვილა, მხარეში პროფესიული გადამზადების ცენტრების შექმნისა და გაძლიერების საჭიროებაზე, სწავლების მნიშვნელობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2019 წელს, ქვემო ქართლის მხარეში, 106 სკოლის რეაბილიტაცია და 16 ახალი საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობა განხორციელდება. #ქვემოქართლისრეგიონი2019 #განათლება2019 #სახელმწიფორწმუნებული2019 #შოთარეხვიაშვილი2019

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრსა და მის მოადგილეებთან
00:41

შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრსა და მის მოადგილ...

Georgian Government

ინფრასტრუქტურული პროექტები წალკაში და შეხვედრები ადგილობრივებთან
02:07

ინფრასტრუქტურული პროექტები წალკაში და შეხვედრები ადგილობრივე...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

სკოლების შემოწმება იმერეთში
00:50

სკოლების შემოწმება იმერეთში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„შავი ზღვის უნივერსიტეტს“ ექვსწლიანი ავტორიზაცია მიენიჭა
01:43

„შავი ზღვის უნივერსიტეტს“ ექვსწლიანი ავტორიზაცია მიენიჭა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

IBSU-ს საჩივარი
00:50

IBSU-ს საჩივარი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ტრენინგები მიმდინარეობს
02:41

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერ...

NCEQE

ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების სკოლა-ლიცეუმი \"სხივი\"
10:39

ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების სკოლა-ლიცეუმი "სხივ...

eka chikobava

2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობა
22:09

2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილ...

NCEQE

ყველა ვიდეო