„შავი ზღვის უნივერსიტეტს“ ექვსწლიანი ავტორიზაცია მიენიჭა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ ექვსწლიანი ავტორიზაცია მიანიჭა. ამასთან, დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტს პირველკურსელთა მიღების უფლება აღუდგა, მისაღები სტუდენტების რაოდენობა კი 3500-მდე განისაზღვრა. უნივერსიტეტის რექტორის ილიას ჩილოღლუს განცხადებით, საბჭომ მათი მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა, თუმცა „შავი ზღვის უნივერსიტეტი“ განათლების ხარისხის ცენტრთან სტუდენტთა მობილობის უფლების მისაღებად თანამშრომლობას ისევ განაგრძობს. მიმდინარე წლის 20 აგვისტოს ავტორიზაციის საბჭომ „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ პირველკურსელთა მიღების უფლება ფინანსური პრობლემების გამო ერთი წლის ვადით შეუზღუდა. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უნივერსიტეტმა ავტორიზაციის სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრა. 15 ოქტომბერს სააპელაციო საბჭომ მიიჩნია, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული და ის საბჭოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება შეუზღუდეს
TV Pirveli
ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კომპანია "დიო"-სა და "შავი ზღვის უნივერსიტეტს" შორის მემორან...
Dio დიო
შეხვედრა შავი ზღვის უნივერსიტეტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იტალიელი პროფესორების სალექციო კურსი IBSU-ში
International Black Sea University (IBSU)
დეკანი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ფინანსურად არ...
PalitraNews
ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუ...
PalitraNews
IBSU-ს ყადაღა მოეხსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster