შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრსა და მის მოადგილეებთან

02/08/2023
Georgian Government-ის მიერ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა.

შეხვედრაზე, რომლის ფარგლებშიც 2023 წელს სამინისტროს მიერ განსახორციელებელი პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ,,საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030-ის\" იმპლემენტაციის დინამიკას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და მოადგილეებმა მთავრობის მეთაურს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ყველა იმ ძირითადი პროგრამისა და პროექტის შესახებ, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წელს განათლების სისტემის ყველა საფეხურზე იგეგმება.

შეხვედრისას ხაზი გაესვა 1 მილიარდი ლარის ღირებულების უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის მნიშვნელობას, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო რამდენიმე ეტაპად ახორციელებს. პირველ ეტაპზე, 2022 წელს, სააგენტომ გამოაცხადა და უკვე დასრულებულია ტენდერები 2022-2025 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, 320 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციაზე და მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები 80 სკოლის მშენებლობაზე.

სარეაბილიტაციო და სამშენებლო სკოლების შერჩევა რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებასა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან კონსულტაციით, შენობათა ტექნიკური და აუდიტორული შესწავლის შედეგად განხორციელდა - პირველ ეტაპზე შეირჩა ის სკოლები, რომლებიც რეაბილიტაცია/მშენებლობას ყველაზე მეტად საჭიროებდა. პროექტის მომდევნო ეტაპზე 2024-2026 წლებში დარჩენილი 400 სკოლის საპროექტო/სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.

უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის განხორციელებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ახალი საგანმანათლებლო რესურსებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გაზრდილი ბიუჯეტის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც 2023 წელს ორი მილიარდ ოცდაათი მილიონ რვაასი ათასი (2,030.8 მლნ) ლარით განისაზღვრა და 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს 345,9 მლნ ლარით აღემატება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი განათლებისა და მეცნიერების სფეროში უკვე მიღწეული შედეგების გაუმჯობესებისა და მიმდინარე კომპლექსური რეფორმის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელების საშუალებას იძლევა.

შეხვედრის მონაწილეებმა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარების ხელშეწყობის შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ 2023 წლიდან სისტემაში პირველად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობით, დაიწყებს როგორც საჯარო, ასევე კერძო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების დიაგნოსტიკური თვითშეფასებისა და მათი მხარდაჭერის პროცესს ავტორიზაციის გავლის მიზნით. ბაღების ავტორიზაციის პროცესი 2023 წელს დაიწყება და 2030 წელს დასრულდება.

მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელს სკოლამდელი განათლების საფეხურიდანვე სახელმწიფო ენის სწავლების გაუმჯობესებისთვის სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში აქტიურად გაგრძელდება ბილინგვური განათლების დანერგვა.

ზოგადი განათლების მიმართულებით პროექტებზე საუბრისას აღინიშნა, რომ 2022 წელს სისტემაში განხორციელებული ყველა სკოლის თვითშეფასების შედეგების ანალიზის საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ავტორიზაციის პროცესი დაიგეგმება. 2023 წელს ავტორიზაციის პროცესი 400-მდე სკოლაში განხორციელდება.

რეფორმის მიმდინარეობისას განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სკოლის დირექტორთა მხარდაჭერაზე. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ დაიწყო და 2023 წელს დასრულდება სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების პროცესი.

სრულად იხილეთ: https://www.gov.ge/news/353119?page=\u0026...

ვიდეოები „Georgian Government"-ისგან