ინფრასტრუქტურული პროექტები წალკაში და შეხვედრები ადგილობრივებთან

03.08.2019 02:07

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და პარლამენტში, წალკის მაჟორიტარი დეპუტატი, კახაბერ ოქრიაშვილი, მუნიციპალიტეტში, მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ, პრიორიტეტული მიმართულებებით განსახორციელებელი სამუშაოებისა და ადგილზე არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია კი უშუალოდ მოსახლეობისგან მოისმინეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფელ ბარეთში, საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსებით ხორციელდება და ადგილობრივებისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო დაწესებულებით სარგებლობის შესაძლებლობას ქმნის. საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, სარეაბილიტაციო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ქალაქ წალკის #1 და #2 საჯარო სკოლებშიც, სადაც, სამუშაოები რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. მუნიციპალიტეტში უკვე დასრულდა, ბეშთაშენი - თბილისი - წალკის საავტომობილო გზიდან სოფელ ბეშთაშენის ხიდამდე ბეტონის საფარის მოწყობის მასშტაბური პროექტი. ადგილზე, საავტომობილო გზის მოწესრიგება, 7 სოფლის მცხოვრებლებისთვის, წლების განმავლობაში ერთ–ერთ პრიორიტეტულ საჭიროებას წარმოადგენდა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა თავისუფლად გადაადგილების პრობლემას ქმნიდა. სამუშაოები, რეგ.ფონდიდან 2 329 134 ლარით დაფინანსდა. ხელისუფლების წარმომადგენლები პირადად იმყოფებოდნენ, სოფელ წინწყაროშიც, სადაც, მოსახლეობისთვის, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არსებული წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით, ადგილზე, ჭაბურღილი, რეზერვუარი და შიდა ქსელი მოეწყო. პროექტის შედეგად, სოფლის მცხოვრებლების, ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფა, 24 საათიან რეჟიმში გახდა შესაძლებელი. #ქვემოქართლი2019 #რეგიონებისგანვითარება2019 #ინფრასტრუქტურა2019 #მოსახლეობასთანშეხვედრები2019 #წალკა2019 #სახელმწიფორწმუნებული2019 #შოთარეხვიაშვილი2019

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

2019 წელს რეგიონში ნახევარი მილიარდი ლარის პროექტებია დაგეგმილი
02:52

2019 წელს რეგიონში ნახევარი მილიარდი ლარის პროექტებია დაგეგმ...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

2019 წელს ქვემო ქართლის რეგიონში ნახევარი მილიარდი ლარის პროექტებია დაგეგმილი
01:05

2019 წელს ქვემო ქართლის რეგიონში ნახევარი მილიარდი ლარის პრო...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

2019 წელს რეგიონში ნახევარი მილიარდი ლარის პროექტებია დაგეგმილი
00:49

2019 წელს რეგიონში ნახევარი მილიარდი ლარის პროექტებია დაგეგმ...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები წალკაში
00:46

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები წალკაში

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

მასშტაბური პროექტი წალკაში ეკოტურისტული ობიექტის განვითარებისთვის
01:47

მასშტაბური პროექტი წალკაში ეკოტურისტული ობიექტის განვითარები...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

ინფრასტრუქტურული პროექტები წალკაში
01:30

ინფრასტრუქტურული პროექტები წალკაში

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

წალკაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტრბი 07 -03- 2018
02:07

წალკაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტრბი 07 -03- 2018

TV4. ge

წალკაში ინფრასტრუქტურული პროექტი - „კასს ლენდი“ გაიხსნა
04:34

წალკაში ინფრასტრუქტურული პროექტი - „კასს ლენდი“ გაიხსნა

Business Media Georgia

ყველა ვიდეო