2019 წელს ქვემო ქართლის რეგიონში ნახევარი მილიარდი ლარის პროექტებია დაგეგმილი
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განხორციელებული პროექტების დეპარტამენტის უფროსმა, მხარეში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი დაასრულეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შესრულებული და მიმდინარე სამუშაოები თეთრიწყაროსა და წალკაში მოინახულეს და კონტრაქტორ კომპანიებს რეკომენდაციები გააცნეს. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები სოფელ ვაშლოვანში, შავსაყდარსა და ახალშენში. წესრიგდება და რეაბილიტაცია უტარდება ქალაქში წმინდა ნინოსა და გურამიშვილის ქუჩებს. ბეტონის საფარი იგება სოფელ ბეშთაშენში, აღნიშნული გზის მონაკვეთი წალკის ცენტრალურ გზასთან მუნიციპალიტეტის 8 სოფელს აკავშირებს. ბეტონის საფარით წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა სოფელ არწივანშიც, სადაც პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა მხარეში პროექტების მიმდინარეობის პროცესი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ წინა წლებთან შედარებით, პროექტებისა და ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და დაახლოებით ნახევარ მილიარდ ლარს შეადგენს. დაფინანსების ფარგლებში, რეგიონის მასშტაბით, ისეთ სოფლებში და ქუჩებზე წესრიგდება საავტომობილო გზები სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა არასდროს ყოფილა. შენდება და რეაბილიტაცია უტარდება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საჯარო სკოლებსა და საბავშო ბაღებს, ეწყობა ახალი კულტურული, რეკრეაციული და დასასავენებელი სივრეები, სპორტული მოედნები და ჯანდაცვის ობიექტები. მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს წყალმომარაგებით უზრუნველყოფის მიმართულებითაც, რომლის შედეგად რეგიონის მოსახლეობის უმრავლეობა სასმელ წყალს 24 საათიან რეჟიმში მიიღებს. #ქვემოქართლი2019 #ინფრასტრუქტურა2019 #პროეტებისმონიტორინგი2019 #სახელმწიფორწმუნებული2019 #შოთარეხვიაშვილი2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება...
01:52
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავშ...
02:21
ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორ...
01:39
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარ...
01:42
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეუ...
01:09
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მ...
00:58
მარნეულში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგუ...
მსგავსი ვიდეოები
ქვემო ქართლის რეგიონი საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა ქვემო ქართლში
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
სახელმწიფო რწმუნებულმა კონკურსის მონაწილეები დააჯილდოვა
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის გახსნა ბოლნისში
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
შეხვედრა ქართულ-ირლანდიური სავაჭრო პალატის თავმჯდომარესთან
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
საგანმანათლებლო დაწესებულებების სარეაბილიტაციო სამუშაოები
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
შეხვედრა ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობასთან დაკავშირებით
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია