ქვემო ქართლის რეგიონი საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს
22 აგვისტოს, ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში, საერთაშორისო ფესტივალი ,,ერთიანი კავკასია“ ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მერი, ზაურ დარგალი, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი და მეზობელი ქვეყნების ახალგაზრდები დაესწრნენ. მულტიდისციპლინურ ფესტივალს რეგიონი უკვე მეხუთედ მასპინძლობს. ONE CAUCASUS-ის მიზანია შექმნას შთამაგონებელი, უსაფრთხო და მშვიდობიანი სივრცე კავკასიაიში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და ამ იდეის ირგვლივ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მუსიკოსები, ხელოვანები, ანიმატორები, არქიტექტორები და მოხალისეები გააერთიანოს. წელს ფესტივალში მონაწილეობას იღებენ 10 ქვეყნის წარმომადგენელი მუსიკოსები და შემოქმედებითი ჯგუფები: საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბენინიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, სომხეთიდან, სენეგალიდან, უკრაინიდან და შოტლანდიიდან. ადგილზე, ერთი თვის განმავლობაში მოხალისეებმა შექმნეს განსხვავებული დეკორაციები. ტერიტორიაზე მოეწყო ბავშვთა სივრცე, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სამუშაო შეხვედრები და ვორკშოფები. ფესტივალი 22 აგვისტოს დაიწყო და 25 აგვისტოს გრანდიოზული კონცერტით დასრულდება. საერთაშორისო პროგრამა-ფესტივალი, ,,ერთიანი კავკასია“ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და ქართულ-პოლონური მხარისა და ევროკომიის დაფინანსებით იმართება. #ქვემოქართლისრეგიონი2019 #საერთაშორისოფესტივალი2019 #ერთიანიკავკასია2019 #სახელმწიფორწმუნებული2019 #შოთარეხვიაშვილი2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება...
01:52
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავშ...
02:21
ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორ...
01:39
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარ...
01:42
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეუ...
01:09
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მ...
00:58
მარნეულში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგუ...
მსგავსი ვიდეოები
ქვემო ქართლის რეგიონი საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ქვემო ქართლი საერთაშორისო ფესტივალს One Caucasus-ს მასპინძლო...
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
შეხვედრა ქართულ-ირლანდიური სავაჭრო პალატის თავმჯდომარესთან
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
მეფრინველეობის ფერმა ქვემო ქართლის რეგიონში
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ქვემო ქართლის ტურისტული ფორუმი TV იმედი
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ქვემო ქართლის ტურისტული ფორუმი
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
განჯა-გაზახის წარმომადგენლები გუბერნიაში
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
#ახალიდღე წერა-კითხვისა და წიგნიერების საერთაშორისო დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster