ქვემო ქართლის ტურისტული ფორუმი TV იმედი
04/27/2018
⏩27 აპრილს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის, გრიგოლ ნემსაძის ინიციატივითა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ფორუმი გაიმართა, სადაც რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ იმსჯელეს.
⏩შეხვედრის მიმდინარეობისას დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ. მხარის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ კი ყურადღება გაამახვილა ქვემო ქართლის რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებზე.
✅,,ქვემო ქართლის რეგიონში, ტურიზმის სფეროს კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის, აქტიურად ვგეგმავთ და ვახორციელებთ სხვადასხვა სახის სამუშაოებს. ვფიქრობ, რომ ჩვენს რეგიონს ამ მიმართულებით განსაკუთრებული რესურსი გააჩნია. გარდა ისტორიული და საკულტო ღირსშესანიშნაობებისა, ქვემო ქართლის ბუნებრივი პირობები გვაძლებს შესაძლებლობას აგრო, რეკრეაციული, ეკო, ველო, სამთო,სათავგადასავლო, გამაჯანსაღებელი და სხვა სახის ტურიზმი განვავითაროთ. არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემო ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის აქტიური ხელშეწყობით, ქვემო ქართლში, აღნიშნული მიმართულებები, კიდევ უფრო მეტად, განვითარდება“-განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ.
⏩ფორუმის მიზანია, რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობადობის გაზრდა, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ბაზარზე, ქვეყნის მასშტაბით მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება ვიზიტორებისათვის, ტურიზმის სფეროში განათლების სისტემის დახვეწა და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ახალი ტურისტული მიმართულების დამკვიდრება და არსებულის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება.
⏩გაიმართა პრეზენტაცია ქვემო ქართლის მხარის შესახებ და მოეწყო თემატური დისკუსია დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.
#ქვემოქართლი2018
#ტურისტულიფორუმი2018
#გუბერნატორი2018
#გრიგოლნემსაძე2018