კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი ქვემო ქართლში
ქვემო ქართლის რეგიონმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის პირველ ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიება ოფიციალურად საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. ,,წარსული თუ მხოლოდ წარსულში რჩება ის ნახევრად მკვდარია, მაგრამ მისი გაცოცხლების მომენტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა ნგრევის, ომისა და ოკუპაციის შემდეგ, გვაძლევს მომავლის რწმენას, რომ კიდევ მრავალი საუკუნე ვიქნებით, ვიარსებებთ, რადგან კიდევ შეგვიძლია ამ ყველაფრის გადარჩენა და დაფასება"- აღნიშნა პრეზიდენტმა. საზოგადოებას სცენიდან სიტყვით მიმართა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, რომელმაც ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ,,კარგი შედეგი მიიღწევა დიდი შრომის, გააზრებული დადგეგმვისა და რაციონალიზმის ფასად. მე მიხარი, რომ შევძელით და აქ მოსულ საზოგადოებას ვაჩვენეთ ჩვენი მონაპოვარი, სიმდიდრე და იდენტობა. განუზომელია თითოეული ჩვენგანის როლი კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და დაცვის პროცესში. ეს ღონისძიება კი თავისი შინაარსით სწორედ ამ შედეგის მომტანია“- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა. საქმიანობის 9 თვიანი ანგარიში წარადგინა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ. გაიმართა თეთრიწყაროში ბარათაშვილების სასახლისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების ცერემონია. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საზოგადოებრივი გაერთიანება ,,საყდრისის კომიტეტისა“ და კომპანია „არ-ემ-ჯი“-ს წარმომადგენლებმა, ქალაქის მთავარ მოედანზე განთავსებული პავილიონები დაათვალიერეს, სადაც მუნიციპალიტეტების ისტორიული, კულტურული და ტურისტული პოტენციალის შესახებ, ფოტო და ვიდეო მასალა იყო წარმოდგენილი. #ქვემოქართლისრეგიონი2019 #კულტურულიმემკვიდრეობა2019 #პირველიფორუმი2019 #სახელმწიფორწმუნებული2019 #შოთარეხვიაშვილი2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება...
01:52
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავშ...
02:21
ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორ...
01:39
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარ...
01:42
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეუ...
01:09
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მ...
00:58
მარნეულში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგუ...
მსგავსი ვიდეოები
კულტურული მემკვიდრეობის ფორუმი თეთრიწყაროში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი
RMG・არემჯი
კულტურული მემკვიდრეობის ფორუმი თეთრიწყაროში
RMG・არემჯი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი თეთრიწყარ...
TV IMEDI
#მოამბე 21 საათზე, 10 ნოემბერი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თანამედროვე ხელოვნების მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი ''უხილა...
culturegovge culturegovge
ოფიციალური ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში 09.08.2015
ეროვნული ფორუმი
ოფიციალური ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში 08.08.2015
ეროვნული ფორუმი