თანამედროვე ხელოვნების მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი ''უხილავი დინებები''

09/10/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

9-16 სექტემბერს, შიდა ქართლის კულტურული მემკვიდრეობის აღორძინებისა და განვითარების ფონდის ინიციატივით და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, არტ-ვილა გარიყულაში, ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი მეხუთედ იმართება. გახსნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი დაესწრნენ .
Fest i Nova'13 -„უხილავი დინებები\" უმეტესად ახალგაზრდა მხატვრების ფორუმია, სადაც ჰიბრიდული ობიექტები გამოიფინება.
ფრანგი ახალგაზრდები კანის „ვილა არსონიდან\" CULBUTO-ს ჯგუფში გაერთიანდნენ, რაც არასტაბილური წონასწორობის იდეას განასახიერებს. ისინი მიწიდან იღებენ ხეს, ხდიან მობილურს და, რაც მთვარია, მას სიცოცხლეს უნარჩუნებენ. CULBUTO ჯგუფის გარდა, ფესტივალის ფრანგული პროექტის მონაწილეები არიან დომინიკ ფიური და გელა წულაძე.
70-იანი წლების პარიზის მოჯანყე არტისტების ჯგუფ „ბაზუკას\" (The Bazooka) წევრი დომინიკ ფიური თავის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას - ალისას წარმოდგენს. ლუის კეროლის აბსურდის ჟანრის ზღაპარი„ალისა საოცრებათა ქვეყანაში\" ფიურისთვის ერთგვარი გასაღებია, რომლითაც ახალი შესაძლებლობებისთვის იხსნება კარი - „ სარკის მიღმა სამყარო უხილავია. შემოქმედების მსგავსად, ის ჩვენს აღქმას ცვლის და შეუცნობლისკენ მივყავართ - ამბობს ფიური -„ალისა - ეს მე ვარ გარიყულაში - ჩემი ხელოვნებითა და ცხოვრების სტილით, სარკეებს მიღმა ვმოგზაურობ და წარსულიდან მომავლისკენ მივდივარ. გარიყულაში ჩამოსვლით, ჩემი წარსული გაცოცხლდა, როცა სამოცდაათიან წლებში, გარიყულას მსგავსი ექსპერიმენტული არტისტული კომუნა ჩამოვაყალიბე საფრანგეთში\".
წლევანდელ ფესტივალზე პირვალად გაიხსნება ამერიკული პავილიონი DADABITI, რომლის კურატორია ლოს ანჟელესში მცხოვრები ქართველი არტისტი ნანა ჩიჩუა.

http://www.culture.gov.ge
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან