დღეს Fest i Nova 2013 გაიხსნება
9 სექტემბერს, 19:00-20:00- საათზე, გარიყულაში შედგება ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მეხუთე საერთაშორისო ფესტივალის „უხილავი დინებები" ოფიციალური პრეზენტაცია. 9-16 სექტემბერს, შიდა ქართლის კულტურული მემკვიდრეობის აღორძინებისა და განვითარების ფონდის ინიციატივით და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, არტ-ვილა გარიყულაში, ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი მეხუთედ გაიმართება. გახსნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია დაესწრება. Fest i Nova'13 -„უხილავი დინებები" უმეტესად ახალგაზრდა მხატვრების ფორუმია, სადაც ჰიბრიდული ობიექტები გამოიფინება. ფესტივალში მონაწილეობს 15-მდე ქართველი არტისტი, რომლებიც სხვადასხვა ფორმატის ნამუშევრებით წარდგებიან დამთვალიერებლის წინაშე. Fest i Nova 2009 წლიდან იმართება. ფესტივალის დირექტორი, ყარამან ქუთათელაძე თავისი წინაპრების - გასული საუკუნის მოდერნისტების, კირილე და ილია ზდანევიჩების მიერ დაწყებულ მოძრაობას აგრძელებს, რომლის მიზანი თანამედროვე ქართული შემოქმედების პროგრესულ არტ-პროცესებთან დაკავშირებაა. http://www.culture.gov.ge http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
Gem fest - ის ოფიციალური გახსნა
Radio Atinati
GEM FEST -მდე ყველაზე მთავარი კამპანიას დადიანების სასახლიდ...
STV NEWS
Gem fest-ზე შესასვლელად მოქალაქეები რიგში საათობით დგანან
Radio Atinati
სტივ აოკის ორსაათიანი შოუ GEM Fest-ზე
Radio Atinati
კომენტარი JAM Fest 2016-ის ჩაშლაზე
netgazeti ge
GEM Fest-ის თანამშრომლებს სამართლებივ კონსულტაციებს საია უწე...
Radio Atinati
Steve Aoki ანაკლიაში ადგილობრივებს ესტუმრა
Radio Atinati
GEM Fest-ის თანამშრომლებმა ორგანიზატორებს სასამართლოში უჩივლ...
Radio Atinati