GEM Fest-ის თანამშრომლებმა ორგანიზატორებს სასამართლოში უჩივლეს

21.08.2017 01:34

GEM Fest-ის ბილეთის კონტროლიორების ნაწილმა ფესტივალის ორგანიზატორებს სასამართლოში უჩივლა. მუსიკალური ფესტივალის 11 თანამშრომელმა სარჩელი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს შეიტანა. ისინი კუთვნილი თანხების ანაზღაურებას ითხოვენ. მათი თქმით, Gem fest-ის ადმინისტრაცია დანარჩენი თანხის გადახდასაც დაჰპირდა, თუმცა პირობა ამ დრომდე არ შეასრულა. სასამართლომ ხუთ სამუშაო დღეში უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა სარჩელს წარმოებაში. კუთვნილი ხელფასების მოთხოვნით, ბილეთების კონტროლზე მომუშავე ახალგაზრდებმა ანაკლია- განმუხურის დამაკავშირებელი ხიდი გასულ კვირაში გადაკეტეს. Gემ Fესტ-ის შესაძლო ფინანსურ დარღვევებზე გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati.  . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება: