იმედგაცრუების მიუხედავად მეწარმეებსა და ადგილობრივებს GEM Fest-ის ჩატარება სურთ
08/19/2017
Radio Atinati-ის
მიერ
GEM Fest 2017 -ის დასრულების შემდეგ ანაკლიის მოსახლეობა ფესტივალის მიმდინარეობისას მათი საოჯახო სასტუმროების სტუმართა სიმცირეზე საუბრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ გასულ წლებთან შედარებით დამსვენებელთა რაოდენობა და შესაბამისად, მათი ფინანსური სარგებელი ნაკლები იყო. მათი თქმით, საოჯახო სასტუმროებში დამსვენებლების სიმცირის მთავარი მიზეზი ფესტივალის ხანგრძლივობა გახდა.
ანაკლიის მკვიდრი ნენო გაბისონია ამბობს, რომ მათი მოლოდინები, რომელიც GEM Fest-ის ორგანიზატორებმა შეუქმნეს, არ გამართლდა.
\"დავდიოდით ტრენინგებზე. სიგუა გვეუბნებოდა, რომ ძალიან ბევრი ხალხი ჩამოვიდოდა, მოგვცემდა გრანტებს და აგვეღო სესხები. მართლაც, მე პირადად სესხებით მოვაწესრიგე საყოფაცხოვრებო პირობები. ჩვენი მოლოდინები ოდნავადაც არ გამართლდა და ვალები დაგვრჩა\", - უთხრა რადიო \"ათინათს\" გაბისონიამ.
საოჯახო სასტუმროების მფლობელების ნაწილი ამბობს, რომ ხალხის რაოდენობა საკმარისი იყო, თუმცა ისინი მათთან არ ჩერდებოდნენ.
\"ფესტივალი რომ ყოფილიყო, მაქსიმუმ, ათდღიანი, იქნებოდა ფანტასტიური. როცა ხუთდღიანი იყო, საოჯახო სასტუმრო სავსე იყო, ახლა კი დამსვენებლები არ ჩერდებოდნენ. შესაძლებელია, ხალხის რაოდენობა ყოფილიყო, თუმცა, მოდიოდნენ და მიდიოდნენ. არ ჩერდებოდნენ\", - უთხრა რადიო \"ათინათს\" ნანა ხუბუამ.
მათგან განსხვავებით, ანაკლიის სანაპიროს ე.წ. პირველ ზოლში მცხოვრები მანანა ჩარგაზია ამბობს, რომ ერთი თვის განმავლობაში მის საოჯახო სასტუმროებში დამსვენებლები იყვნენ და ფესტივალის შედეგად მიღებული სარგებლით კმაყოფილია. მისივე თქმით, სტუმრების რაოდენობას არც მისი მეზობლები უჩიოდნენ.
ფინანსურად გაუმართლებლობის მთავარ მიზეზად ფესტივალის ხანგრძლივობა მიაჩნიათ ფესტივალის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების მფლობელებსაც. მათ, ჯერჯერობით, იჯარა სრულად გადახდილი არ აქვთ. მცირე მეწარმეები ამბობენ, რომ GEM Fest-ის ადმინისტრაცია 100 000 სტუმრის ჩამოსვლას დაჰპირდა, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა.
\"იტალიური რესტორანი მქონდა. გათვლილი იყო, რომ აქ დღეში 200 კაცი მაინც უნდა შემოსულიყო შემოდიოდა, 20, 25 კაცი\", - აღნიშნა ედუარდ ხაჩატურიანმა.
თავის მხრივ, GEM Fest-ის პროექტის მენეჯერი ლაშა წურწუმია ამბობს, რომ ფესტივალს ვალები წინა წელსც დარჩა, თუმცა სრულად გაისტუმრა და წელსაც ასე მოხდება.
\"რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ მეიჯარეებს ჩვენთვის გადაეხადათ. მაშინ ვალი არავის მიმართ არ დაგვრჩებოდა, თანამშრომლებსაც სრულად გადავუხდიდით ხელფასს ფესტივალის დამთავრებისთანავე, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ იხდიან. ამაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა. ამ სიტუაციის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ წელს GEM Fest ერთთვიანი იყო\", - უთხრა რადიო \"ათინათს\" წურწუმიამ.
ის ამბობს, რომ ფესტივალი ანაკლიაში მომავალ წელსაც ჩატარდება.
მეწარმეების ნაწილთან ერთად ფესტივალის ჩატარების მომხრეა ადგილობრივი მოსახლეობა. ისინი შემდეგ ფესტივალს იმედით ელოდებიან.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/