GEM FEST-ზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

05.09.2017 01:15

GEM Fest-ის ტერიტორიაზე ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვა-გასაღების ბრალდებით დაკავებულ ბაქარ კორშიას სასამართლო პროცესი დასრულდა. „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით პირობითი მსჯავრი მიუსაჯა. როგორც სასამართლოზე გახდა ცნობილი, მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ბრალდებულს ბიუჯეტის სასარგებლოდ 8 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. ანაკლია-განმუხურში ელექტრონული მუსიკალური ფესტივალის მიმდინარეობისას GEM Fest-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბაქარ კორშია ნარკოტიკული საშუალებების განსაკუთრებულად დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალი 260-ე მუხლის მე-6-ე ნაწილით ედებოდა, რაც 8-დან 20 წლამდე პატიმრობას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება: