GEM FEST -მდე ყველაზე მთავარი კამპანიას დადიანების სასახლიდან იწყება

01.08.2016 01:31

დღეს ზუგდიდში GEM FEST – ის დამფუძნებელმა და ორგანიზატორმა გიორგი სიგუამ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, 2 აგვისტოს დადიანების სასახლის ეზოში ფესტივალის პრომო ვიდეოს ჩვენება გაიმართება, სადაც GEM FEST-სი სიახლეების, გეგმებისა და სიურპრიზების შესახებ პირველად გახდება ცნობელი. სიგუა მოქალაქეებს ვიდეო ჩვენების დასწრებისკენ მოუწოდებს. GEM FEST – მდე ერთი კვირით ადრე, ჩვენ ვხსნით ყველაზე მთავარ კამპანიას და ამას ვაკეთებთ დადიანების სასახლიდან, ამ ისტორიული ადგილიდან”, – აღნიშნა მან. სიგუას ინფორმაციით, ამ ეტაპზე 10 ათასი ბილეთია გაყიდული. აქედან, უცხოელი და ქართველების რაოდენობა 50/50-ზეა. ცნობისთვის, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი – GEM FEST ანაკლიაში 9 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. ჩვენი ოფიციალური არხი Myvideo.ge-ზე : http://goo.gl/mUPAxr ეს ვიდეო Myvideo.ge-ზე : http://goo.gl/fZXNkm

გაზიარება: