დამწყები საწარმოების ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია რუხში

12.07.2016 03:43

რუხის სავაჭრო ცენტრში საპარტნიორო ფონდმა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის” მორიგი პრეზენტაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის გამართა. პროგრამის კოორდინატორებმა რუხის სავაჭრო ცენტრში შეკრებილ რეგიონის მოსახლეობას პროგრამის, მასში მონაწილეობის წესების და პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, საპარტნიორო ფონდმა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელება 17 ივნისს დაიწყო. პროგრამის მიზანია მათ ვისაც არ აქვს ფინანსური სახსრები მიეცეთ უნიკალური შანსი განახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს იდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს. პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პირი ან პირთა ჯგუფი, ვისაც აქვს სიახლეზე ორიენტირებული და პერსპექტიული ბიზნეს წინადადება და მისი განხორციელებისთვის ესაჭიროება საწყისი დაფინანსება. საპარტნიორო ფონდის მიერ სპეციალურად შექმნილი შვილობილი კომპანია “სტარტაპ საქართველო“ თითოეულ დაფინანსებულ ბენეფიციართან ერთად შექმნის ახალ კომპანიას (სტარტაპს), რომელშიც ფონდი კაპიტალის სახით შეიტანს 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. ჩვენი ოფიციალური არხი Myvideo.ge-ზე : http://goo.gl/mUPAxr ეს ვიდეო Myvideo.ge-ზე : http://goo.gl/Vr5AXK

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

„დამწყები საწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“  პრეზენტაცია
01:46

„დამწყები საწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ პრეზენტაცია

TV 25

დამწყები საწარმოების ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია ქუთაისში
01:11

დამწყები საწარმოების ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია ქუთაი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დამწყები საწარმოების ხელშეწყობის პროგრამა - ღია კარის დღეს ტექნოპარკში
00:39

დამწყები საწარმოების ხელშეწყობის პროგრამა - ღია კარის დღეს ტ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დამწყები საწარმოების ხელშეწყობის პროგრამა - შეხვედრა გორის უნივერსიტეტში
00:52

დამწყები საწარმოების ხელშეწყობის პროგრამა - შეხვედრა გორის უ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

\"ღია სტუდია\" 07.06.17 დამწყები საწარმოების ხელშეწყობის პროგრამა
48:40

"ღია სტუდია" 07.06.17 დამწყები საწარმოების ხელშეწყობის პროგრ...

Georgian Public Radio

ბიზნესკონტრაქტი 18.07.2016   დამწყები საწარმოების სტარტაპების ხელშეწყობის პროგრამა
09:34

ბიზნესკონტრაქტი 18.07.2016 დამწყები საწარმოების სტარტაპები...

Business Media Georgia

ინოვაციური პროექტების დაფინანსება
00:57

ინოვაციური პროექტების დაფინანსება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა - დეტალები ბიზნესპარტნიორში
11:01

დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხა...

CSRDG საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

ყველა ვიდეო