ლევან ვარშალომიძეს სარფის საბაჟოზე ფეხსაცმელი ესროლეს

03.07.2016 01:16

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე საქართველოში სარფის საბაჟო პუნქტის გავლით შემოვიდა. მის დასახვედრად \u0026quot;ნაციონალური მოძრაობის\u0026quot; მხარდამჭერები და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი მივიდნენ. სარფის საბაჟოსთან მცირე ინციდენტიც მოხდა. ერთ-ერთმა მამაკაცმა ლევან ვარშალომიძეს ფეხსაცმელი ესროლა, რის გამოც, ის წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. ცნობისათვის, ლევან ვარშალომიძე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას. ჩვენი ოფიციალური არხი Myvideo.ge-ზე : http://goo.gl/mUPAxr ეს ვიდეო Myvideo.ge-ზე : http://goo.gl/Z6lpf3

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო