დადიანების სასახლის ეზოში GEM FEST-ის კლიპის პრეზენტაცია გაიმართა

08/02/2016
STV NEWS-ის მიერ

დადიანების სასახლის ეზოში GEM FEST-ის კლიპის პრეზენტაცია გაიმართა. მთავარი პრომო ვიდეოს ჩვენებასთან ერთად ფესტივალის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ფესტივალის ცნობადობა იმდენად გაიზარდა, რომ ის მომავალ წელს 1 თვის განმავლობაში გაიმართება.

რაც შეხებაა კლიპს,ის მთლიანად სამეგრელოს რეგიონში გადაღებული კადრებისგან შედგება.

„ჩვენ შევეცადეთ პრომო ვიდეო ყოფილიყო სინქრონიზირებული სამეგრელოს პრომო ვიდეოსთან, რომ გაგვეკეთებინა სამეგრელოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ვიდეო. ამისათვის კი შემოვიარეთ მთელი სამეგრელო, ჩავიწერეთ ყველანაირი ბგერა და ჩვენ ძალიან დიდი სიამაყით გავიტანთ GEM FEST-ს, როგორც პროდუქტს, რომელიც დაიბადა და ვითარდება სამეგრელოში,“- აღნიშნა მან.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 10-14 აგვისტოს, ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონაში გაიმართება და ორგანიზატორების პროგნოზით, მას 25 000-ზე მეტი სტუმარი დაესწრება.

ჩვენი ოფიციალური არხი Myvideo.ge-ზე : http://goo.gl/mUPAxr
ეს ვიდეო Myvideo.ge-ზე : http://goo.gl/6rwt42

ვიდეოები „STV NEWS"-ისგან