კომენტარი JAM Fest 2016-ის ჩაშლაზე
საერთაშორისო როკ- ფესტივალი, რომელიც თბილისში დღეს დაიწყო, სასულიერო პირების და მოქალაქეების ნაწილის კონცერტზე მისვლის შემდეგ ჩაიშალა. როგორც ფესტივალის ორგანიზატორმა ვლად უნანიანციმ “ნეტგაზეთს” განუცხადა, კონცერტის დაწყებიდან დაახლოებით ნახევარ საათში იქ მოქალაქეების ჯგუფი მივიდა, რომლებსაც სასულიერო პირები მიუძღოდნენ. “ისინი ორგიების მოწყობაში გვადანაშაულებდნენ და ამბობდნენ, რომ ამის უფლებას არ მოგცემენ. ამის შემდეგ შუქიც ჩაქრა”. ფესტივალი ზაჰესში, საბაჟო ტერმინალში მიმდინარეობდა. უნანიანცი ამბობს, რომ ელექტრონერგია საბაჟო ტერმინალის ხელმძღვანელობამ ჩააქრო, რათა, მისი თქმით, თავიდან აერიდებინა ინციდენტი. ფესტივალის ორგანიზატორი ამბობს, რომ პოლიციასაც გამოუძახეს, რომელმაც სასულიერო პირებს და მოქალაქეებს იმ ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა არ მისცა, სადაც უშუალოდ კონცერტი მიმდინარეობდა, თუმცა ის მაინც ჩაიშალა. უნანიანცის განცხადებით, ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ამჟამად ორგანიზატორები ბჭობენ ორდღიანი ფესტივალის ბედზე და ხვალინდელი კონცერტისთვის შესაფერის ადგილს ეძებენ. საერთაშორისო როკ-ფესტივალში, Tbilisi JAM! Fest 2016, მონაწილეობის მისაღებად მუსიკოსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, მონაწილეობენ ქართველი ჯგუფებიც. უნანიანცის ინფორმაციით, კონცერტს დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. http://netgazeti.ge/news/120679/ საქართველო, ნეტგაზეთი
netgazeti ge-ის სხვა ვიდეოები
ეპისტოლედან-ეპისტოლემდე -- "პარტიზანი გოგოების" ვი...
NetGazeti: ჰომოფობიურ აქციაზე ლგბტ დროშა დრონით აა...
თავისუფალი თაობა VS თავისუფალი ზონა ენმ-ს ოფისთან...
ტოტალიტარიზმი კლავს და ჩვენ ვირჩევთ პროგრესს - გვა...
აქცია "ჩვენ ვირჩევთ ევროპას"
ტრიპოლსკი ხმალაძეს: ომამდე ტანკისტი ხომ არ იყავით?
ბერძენიშვილი საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხყოფაზე
"ბექა კრიმინალი არ არის" - საპროტესტო აქცია თბილის...
მსგავსი ვიდეოები
ადგლობრივი ექსპერტის კომენტარი, მახარე მაცუკატოვი JAMnews 20...
JAMnews ქართულად
სააკაშვილი უკრაინაში. ევგენი კისელიოვის კომენტარი. კიევი, ოქ...
JAMnews ქართულად
სააკაშვილი უკრაინაში. მატვეი განაპოლსკის კომენტარი. კიევი, ო...
JAMnews ქართულად
რატომ გაჩნდა საქართველოს კონსტიტუციაში სიტყვა “ინტერნეტი”? ბ...
JAMnews ქართულად
Yummy Gulab Jamun ഗുലാബ് ജാമൂൻ - വളരെ എളുപ്പത്തിൽროგორ გავამ...
Tamar Channel
კომენტარი
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
კომენტარი
თავდაცვის სამინისტრო
კომენტარი
Irakli Garibashvili