#მოამბე 21 საათზე, 10 ნოემბერი, 2023 #LIVE

10.11.2023 01:04:49

• პრეზიდენტ მაკრონის მიწვევით, საფრანგეთში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერი და სიტყვით გამოსვლა პარიზის მშვიდობის ფორუმზე - მიმართვა ემანუელ მაკრონის მიერ ორგანიზებული ფორუმის მონაწილეებს და პრემიერის გზავნილები პარიზიდან • ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია და ცხრა დავალება საქართველოს - მმართველი გუნდი ოპოზიციას ქვეყნის საწინააღმდეგო სტრატეგიის შეცვლისკენ და სამუშაო პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს, ოპოზიცია კი კვლავ ცდილობს, ევროკომისიის პოზიტიურ გადაწყვეტილებაში ხელისუფლების როლი გამორიცხოს • პრეზიდენტის სტრატეგია და შორს მიმავალი პოლიტიკური გეგმები - ხელისუფლების ცვლილების ღიად გამოხატული სურვილი, მოქმედი პრეზიდენტის საარჩევნო გეგმები და სავარაუდო მოკავშირეები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე • გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა და სტრატეგია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადასარჩენად - ტაძრის დროებითი გადახურვის შესახებ იუნესკოს გადაწყვეტილება რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი, რაც მომავალ გეგმებს საბოლოოდ განსაზღვრავს ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: