#მოამბე 21 საათზე, 10 ნოემბერი, 2020 #LIVE

10.11.2020 01:02:05

▶ ალიევის, ფაშინიანისა და პუტინის ხელმოწერით ცხრაპუნქტიანი შეთანხმება შედგა - სადავო ტერიტორიის რამდენიმე რაიონი აზერბაიჯანს გადაეცემა, ხოლო არაღიარებული ყარაბაღის და სომხეთის დამაკავშირებელ დერეფანს რუსი სამშვიდობოები გააკონტროლებენ; ერევანი არეულობამ მოიცვა; შეთანხმებით უკმაყოფილო მოქალაქეები მთავრობის სახლში შეიჭრნენ და პრემიერის რეზიდენცია გაძარცვეს; ნაცემია პარლამენტის თავმჯდომარე;

▶ გრიგოლ ვაშაძის მოულოდნელი გზავნილი და რამდენიმე წუთში უკან წაღებული სიტყვები - თანაგუნდელთა პროტესტის გამო გრიგოლ ვაშაძეს ოთხპუნქტიანი დაზუსტების გაკეთება მოუხდა; რატომ ალაპარაკდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე დიალოგის აუცილებლობაზე და გახდა თუ არა ის თანამებრძოლთა სტრატეგიის მძევალი;

▶  პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსს 521 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ვირუსის გავრცელების დღიური მაჩვენებელი კვლავ 3 000-ს უახლოვდება; ჯანდაცვის უწყება აცხადებს, რომ პიკის დროს შემთხვევათა რაოდენობა 4 000-მდე გაიზრდება; საქართველო და მსოფლიო ვაქცინის მოლოდინშია;

▶ ისტორიული მატჩი და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მზადება შეხვედრისთვის - 12 ნოემბერს, „ევრო 2020-ის“ პლეი ოფის ფინალში საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება და მოგების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს; მატჩის ტრანსლირებას პირველი არხი უზრუნველყოფს; შეხვედრა მაყურებლის გარეშე გაიმართება.ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog