მეფრინველეობის ფერმა ქვემო ქართლის რეგიონში
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ოთარ შამუგიამ და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა, სოფელ სააკაძეში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის ფერმა მოინახულეს და საწარმოო პროცესს გაეცნენ. „ქართული ფრინველი“ გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ადგილზე ჯამურად 1,100,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან ბენეფიციარმა 750,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო, ხოლო დანარჩენი თანხა საკუთარი ინვესტიციაა. ფერმა დღეში საშუალოდ 15,000 საინკუბაციო კვერცხმდებლის კვერცხს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე. საწარმოში მუდმივად 12 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული. სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 200 ახალი საწარმო დაფინანსდა, საიდანაც ქვემო ქართლის რეგიონში 25 ახალი საწარმო გაიხსნა. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. #ქვემოქართლისრეგიონი2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება...
01:52
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავშ...
02:21
ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორ...
01:39
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარ...
01:42
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეუ...
01:09
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მ...
00:58
მარნეულში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგუ...
მსგავსი ვიდეოები
მეფრინველეობის ფერმა თელიანში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეფრინველეობის ფერმა - კომედი შოუ - Comedy show
ქართული ლიგა
სამი მწყრით დაწყებული ბიზნესი - მერაბ ნანავას მეფრინველეობი...
Radio Atinati
თერჯოლის მუნიციპალიტეტში მეფრინველეობის ფერმა ამოქმედდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თერჯოლის მუნიციპალიტეტში ახალი მეფრინველეობის ფერმა ამოქმედდ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოთარ დანელიამ კლდეში მეფრინველეობის ფერმა მოინახულა
მეცხრე არხი ახალციხე
მე ვარ ფერმერი - "მეფრინველეობის ფერმა"
Ajara TV
მესხეთის მეფრინველეობა - ახალციხის რაიონში არსებული მეფრინვე...
Rural Development Agency