ქვემო ქართლი საერთაშორისო ფესტივალს One Caucasus-ს მასპინძლობს

01.09.2018 02:37

ქვემო ქართლის რეგიონი, საერთაშორისო დონის ფესტივალს One Caucasus-ს, წელს უკვე მეხუთედ მასპინძლობს. ღონისძიების მიზანს, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს შორის, საერთო კულტურული დიალოგის, მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და თავისუფალი სივრცის შექმნა წარმოადგენს, რომელიც განსხვავებული პროფესიისა და შეხედულების ადამიანებს აერთიანებს. 1 სექტემბერს, ფესტივალის ოფიციალურ გახსნას, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაურში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში საკონცერტო ნომრები შეასრულეს მუსიკოსებმა საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან, სენეგალიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ირანიდან. ,,მისასალმებებლია, რომ თქვენ, ახალგაზრდა შემსრულებლები, საკუთარ ქვეყანას და შემოქმედებას თავისუფალ გარემოში წარმოაჩენთ, ქმნით ახალ საერთაშორისო მუსკალურ პროექტებს და ერთობლივი ძალისხმევით, კიდევ უფრო მეტად, უწყობთ ხელს ჩვენს რეგიონში არსებული მულტიკულტურული ურთიერთობების გაღრმავებასა და ინტეგრაციის პროცესს. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ ფესტივალის ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და მოხალისეებს. ამ წლების განმავლობაში დიდი წვლილი შეიტანეთ სხვადასხვა ქვეყნის, პროფესიისა და შეხედულებების მქონე ადამიანების დამეგობრებაში“ -ამ სიტყვებით მიმართა რეგიონის გუბერნატორმა ფესტივალის, ორგანიზატორებს, მონაწილეებს, მოხალისეებსა და დამსწრე საზოგადოებას. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზატორები და მოხალისეები, 15 ქვეყნიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტში უკვე ერთი თვეა იმყოფებიან და ახორციელებენ სხვადასხვა სახის აქტივობებს განათლებისა და არქიტექტურის მიმართულებით. პროცესში ჩართული არიან უცხოელი ტრენერები და ადგილობრივი ახალგაზრდები. One Caucasus-ი ხვალ, 2 სექტემბერს, ოფიციალურად დაიხურება. #ქვემოქართლი2018 #ბოლნისი2018 #OneCaucasus2018 #გუბერნატორი2018 #შოთარეხვიაშვილი2018

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ქვემო ქართლის რეგიონი საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს
02:28

ქვემო ქართლის რეგიონი საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

ქვემო ქართლის რეგიონი საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს
01:09

ქვემო ქართლის რეგიონი საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

ფესტივალი „ერთიანი კავკასია“
01:11

ფესტივალი „ერთიანი კავკასია“

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შეხვედრა ქართულ-ირლანდიური სავაჭრო პალატის თავმჯდომარესთან
01:26

შეხვედრა ქართულ-ირლანდიური სავაჭრო პალატის თავმჯდომარესთან

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

თბილისის ოცდამესამე საერთაშორისო კინოფესტივალი | შეჯამება
46:21

თბილისის ოცდამესამე საერთაშორისო კინოფესტივალი | შეჯამება

Litagora

ქართული კინო 2019
01:10:16

ქართული კინო 2019

Litagora

სოსო ბლიაძე და თაკი მუმლაძე \"ჩემი ოთახის\" შესახებ

სოსო ბლიაძე და თაკი მუმლაძე "ჩემი ოთახის" შესახებ

Litagora

სომხურ-აზერბაიჯანული ეთნიკური ჯგუფების ურთიერთობა და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის დინამიკა საქ-ში
01:11:01

სომხურ-აზერბაიჯანული ეთნიკური ჯგუფების ურთიერთობა და მათი სა...

ყველა ვიდეო