იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის გახსნა ბოლნისში
12 ივნისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტში იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული ოთხი სოფელის სარწყავი და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის გახსნას დაესწრო. ღონისძიებაზე იაპონიის ელჩი საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარა, მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს” წარმომადგენელი და ადგილობრივი მოსახლეობა იმყოფებოდა. პროექტის საგრანტო ხელშეკრულებას ხელი 2017 წელს მოეწერა „მრავალეროვან საქართველოსა“ და იაპონიის საელჩოს შორის, რომლის ფარგლებში იაპონიის მთავრობამ გამოყო გრანტი მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის ბოლნისი, ზემო ბოლნისი, სამწევრისი და ფოლადაური. სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდა და შედეგად, 6000–ზე მეტ ადამიანს აქვს წვდომა სასმელ და სარწყავ წყალზე. ამასთან, რეაბილიტირებული სარწყავი სისტემის მეშვეობით შესაძლებელია 240–მდე ჰექტარი მიწის მოსავლიანობის ზრდა. საგრანტო თანხა 82 300 აშშ დოლარს, ხოლო ბოლნისის მუნიციპალიტეტის კონტრიბუცია 31 451 ლარს შეადგენს. სახელმწიფო რწმუნებულმა იაპონიის ელჩს, ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელებული, რამდენიმე ათეული, მასშტაბური და შთამბეჭდავი პროექტისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება გაამახვილა, ქვეყნებს შორის წლების განმავლობაში არსებულ წარმატებულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე. აღსანიშნავია, რომ „გრასრუტების საგრანტო პროგრამა“ დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და განათლებისა და კულტურის ხელშეწყობას. საგრანტო პროგრამა ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს და სხვა. პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით სულ 170 პროექტი განხორცილლა, რომელთა საერთო ღირებულებამ 17 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. #ქვემოქართლისრეგიონი2019 #ბოლნისი2019 #სახელმწიფორწმუნებული2019 #შოთარეხვიაშვილი2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება...
01:52
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავშ...
02:21
ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორ...
01:39
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარ...
01:42
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეუ...
01:09
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მ...
00:58
მარნეულში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგუ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე/ジョージア独立記念日にあたっ...
大使Tubeチャンネル『ジョージアへいらっしゃい』
იაპონიის მთავრობამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრო და ჰი...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
2021წ 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირე...
在日ジョージア大使館
იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (...
იაპონიის საელჩოს თანადაფინანსებით ურავლის ხეობის სოფლების გა...
მეცხრე არხი ახალციხე
იაპონიის საელჩოს თანადაფინანსებით ურავლის ხეობის სოფლების გა...
მეცხრე არხი ახალციხე
იაპონური ენის სახელმძღვანელოს წარდგენა
Embassy of Japan in Georgia
იაპონიის საელჩოს წარმომადგენელი იაპონელი მკვლევარის ჰარადა...
Rioni.TV