მასშტაბური პროექტი წალკაში ეკოტურისტული ობიექტის განვითარებისთვის

30.07.2019 01:47

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, დაშბაშის კანიონზე, ებრაული ინვესტიციის ფარგლებში განსახორციელებელ მრავალმილიონიან პროექტთან დაკავშირებით იმსჯელეს, რომლის ფარგლებში ადგილზე 240-მეტრიანი შუშის ხიდი, ზიპლაინი, სასტუმრო, საკვები ობიექტი, მუსიკალური სივრცე და ავტოსადგომი მოეწყობა. მხარის პირველ პირს, ეკოტურისტული ობიექტის განვითარების მიზნით, დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ, პროექტის განმახორციელებელი კომპანიის, KASS LAND-ის დამფუძნებლმა, ხანოხ კასსმა, ორგანიზაციის ადგილობრივ ხელმძღვანელ პირებთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად გააცნო. შოთა რეხვიაშვილმა, რეგიონის განვითარების პროცესში, მსგავსი მოცულობის საინვესტიციო პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და სტუმრებს ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო, დარგის განვითარების მიზნით, მუნიციპალიტეტებში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, უკვე შესრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა რეგიონში, ტურიზმის სხვადასხვა სახეობის განვითარებისა და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. #ქვემოქართლი2019 #წალკა2019 #საინვესტიციოპროექტი2019 #სახელმწიფორწმუნებული2019 #შოთარეხვიაშვილი2019

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მასშტაბური პროექტი წალკაში
01:05

მასშტაბური პროექტი წალკაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ინფრასტრუქტურული პროექტები წალკაში და შეხვედრები ადგილობრივებთან
02:07

ინფრასტრუქტურული პროექტები წალკაში და შეხვედრები ადგილობრივე...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

2019 წელს რეგიონში ნახევარი მილიარდი ლარის პროექტებია დაგეგმილი
02:52

2019 წელს რეგიონში ნახევარი მილიარდი ლარის პროექტებია დაგეგმ...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

2019 წელს ქვემო ქართლის რეგიონში ნახევარი მილიარდი ლარის პროექტებია დაგეგმილი
01:05

2019 წელს ქვემო ქართლის რეგიონში ნახევარი მილიარდი ლარის პრო...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

2019 წელს რეგიონში ნახევარი მილიარდი ლარის პროექტებია დაგეგმილი
00:49

2019 წელს რეგიონში ნახევარი მილიარდი ლარის პროექტებია დაგეგმ...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

მასშტაბური პროექტი ლაგოდეხის ნაკრძალში
02:42

მასშტაბური პროექტი ლაგოდეხის ნაკრძალში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#ახალიდღე პროექტი მიუსაფარი და მარტოხელა ქალების ხელშესაწყობად
09:19

#ახალიდღე პროექტი მიუსაფარი და მარტოხელა ქალების ხელშესაწყობ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მასშტაბური პროექტი “ახალი ტფილისი“ დაიწყო
01:41

მასშტაბური პროექტი “ახალი ტფილისი“ დაიწყო

Music Box

ყველა ვიდეო