მარნეულში 32 დევნილი ოჯახისთვის ახალი დასახლება მოეწყობა

02.04.2019 01:48

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით, საქართველოს, გრანტის სახით, 10 მილიონ ევროს გადმოსცემს. პროექტი დევნილების გრძელვადიანი განსახლებისთვის, ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან აქტივობებს ითვალისწინებს, რომლის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, 32 დევნილი ოჯახისთვის, რომლებიც ადგილზე წლებია ცხოვრობენ და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან, მოეწყობა სოფლის ტიპის დასახლება. საცხოვრებელი სახლების მშენებლობის საწყისი ბიუჯეტი 25 ათასი ევროა. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილთან, ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორთან, ვინსენტ დონტოტთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მხარეებმა დეტალურად განიხილეს, რეგიონში განსახორცილებელი გეგმები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი დევნილების გრძელვადიანი განსახლებისთვის, ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან აქტივობებს ითვალისწინებს, რომლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, საგანმანათლებლო მიმართულებით, იგეგმება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, გაიცემა გრანტები ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით და 260-მდე ახალგაზრდა დევნილი გაივლის პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს. შოთა რეხვიაშვილმა, შეხვედრის მიმდინარეობისას, ისაუბრა რუსთავის კონკრეტულ უბნებში, სააღმზრდელო დაწესებულებების სიმცირეზე და პროექტის ფარგლებში, შესაბამისი რესურსის არსებობის შემთხვევაში, რეკომენდაცია ქალაქში ამ მიმართულებით განსახორციელებელ სამუშაოებს გაუწია. აღსანიშნავია, რომ პროექტი სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება და 2021 წელს დასრულდება. დაფინანსების ხელშეკრულებას ხელი 22 თებერვალს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორმა კლაუს ფაიგელმა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტოტმა მოაწერეს. #ქვემოქართლი2019 #ახალიდასახლებადევნილებისთვის2019 #მარნეულისმუნიციპალიტეტი2019 #სახელმწიფორწმუნებული2019 #შოთარეხვიაშვილი2019

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მარნეულში 32 დევნილი ოჯახისთვის ახალი დასახლება მოეწყობა
01:16

მარნეულში 32 დევნილი ოჯახისთვის ახალი დასახლება მოეწყობა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

როგორ მიმდინარეობს არჩევნების მე-2 ტური რუსთავში
03:42

როგორ მიმდინარეობს არჩევნების მე-2 ტური რუსთავში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ნაგავსაყრელი მარნეულში/სადახლო
00:32

ნაგავსაყრელი მარნეულში/სადახლო

MarneuliFM Community radio

მარნეულში საგანმანათლებლო სისტემაზე დაფუძნებული კურსების პრეზენტაცია მოეწყო Marneuli TV
02:16

მარნეულში საგანმანათლებლო სისტემაზე დაფუძნებული კურსების პრე...

Municipality of Marneuli

ინციდენტი მარნეულში - საარჩევნო უბანზე სამირა ისმაილოვას გაძევებას ითხოვდნენ
01:06

ინციდენტი მარნეულში - საარჩევნო უბანზე სამირა ისმაილოვას გაძ...

PalitraNews

მარნეულში სახალხო თეატრების ფესტივალი დაიხურა Marneuli TV
04:21

მარნეულში სახალხო თეატრების ფესტივალი დაიხურა Marneuli TV

Municipality of Marneuli

მარნეულში პროფესიული სასწავლებელი \"მოდუსი\" გაიხსნა
02:24

მარნეულში პროფესიული სასწავლებელი "მოდუსი" გაიხსნა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანია თამარისელ ფერმერს დახმარება გაუწია
03:55

სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანია თამარისელ ფერმერს დახმარებ...

Municipality of Marneuli

ყველა ვიდეო