პროფესიული სწავლება-უფასო განათ...

08/24/2012
odishitv-ის მიერ

პროფესიული სწავლება-უფასო განათლება- დისკუსია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.


ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამართა საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული განათლების სახელმწიფო პროგრამების შესახებ.უნივერსიტეტში ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ახალი სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც 2 თვიან პროფესიული ორიენტაციისა და პროფესიული გადამზადების კურსს მოიცავს. პროგრამას ეწოდება „ისწავლე დღეს, დასაქმდი ხვალ\". კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ 25 წელს გადაცილებულ მსურველს; პროგრამა მოიცავს ინგლისური ენის საფუძვლების და კომპიუტერის საბაზო უნარ-ჩვევების სწავლებას.
უნივერსიტეტში ასევე გაგრძელდება გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP) მიერ მხარდაჭერილი პროფესიული მიმართულებით სხვადასხვა სპეციალობებში ბენეფიციართა გადამზადება.
გარდა ამისა, შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთი იქნება რეგიონში, რომელიც 2012 წლის შემოდგომაზე დაიწყებს პროფესიული ერთწლიანი პროგრამის მიწოდებას 1000 ლარიანი ვაუჩერის ფარგლებში.
შეხვედრას დაესწრებიან სასწავლო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები, რესურს-ცენტრის ხელმძღვანელები, მუნიციპალიტეტების გამგეობების წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები და რიგითი მოქალაქეები.
http://www.odishi.ge/
  / odishitv