ყოფილ მსჯავრდებულებსა და პრობაციონერებს გრანტები და ტექნიკა გადაეცათ
საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთი“, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა და „Arbeiter-Samariter-Bund საქართველომ“ ყოფილ მსჯავრდებულებსა და პრობაციონერებს ეკონომიკური საქმიანობის განსავითარებლად მატერიალური ფასეულობები გადასცა. ღონისძიება ანაკლიაში გაიმართა. ცერემონიაში 13 ბენეფიციარს სხვადასხვა საშუალება, მათ შორის, მანქანა-დანადგარები, ხელსაწყოები, სამუშაო იარაღები და ინვენტარი გადაეცა. თითოეული მათგანისთვის გადაცემული მატერალური ფასეულობის ღირებულება 400, 1200 და 3000 ევროს შეადგენს. „დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტის ფარგლებში, საზეიმო ვითარებაში გადავცემთ მატერიალურ ფასეულობებს, მათ შორის, სხვადასხვა ინვენტარს, ტექნიკას და დანადგარებს ჩვენს ბენეფიციარებს. პროექტის მონაწილეებისთვის ასევე გათვალისწინებულია სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების სერვისი, ბიზნეს ტრენინგები, სტაჟირება და პროფესიული გადამზადება“, - აღნიშნა საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის“ საარსებო წყაროებისა და ეკონომიკური განვითარების პროგრამის მენეჯერმა დავით გუჩუამ. აღნიშნული ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად“ ფარგლებში გაიმართა. პროექტის მიზანი კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადეობაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაასამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნეს კომპანიებსა და საზოგადეობრივ ორგანიზაციებს შორის. პროექტში ამ ეტაპზე შიდა ქართლის, იმერეთის, კახეთის და სამეგრელოს რეგიონიდან 100-მდე ყოფილი მსჯავრდებული და პრობაციონერი იყო ჩართული. ისინი ოთხდღიაქნ ტრენინგს თემაზე „ეფექტური სოციალური და სამუშაოს მოძიების უნარები“ დაესწრნენ. მათმა ნაწილმა კი ორთვიანი პროფესიული გადამზადების კურსი გაიარა და ბიზნესის დასაწყებად 400 ევრო მიიღო, ნაწილმა კი ბიზნეს ტრენინგი გაიარა და მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ბიზნესის დასაყწბად ან განსავითარებლად 1200 და 3000 ევრო მიეღოთ. პროექტი შიდა ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის რეგიონსა და თბილისში ხორციელდება. ის 2020 წელს დასრულდება და მასში 300 მსჯავრდებული, ყოფილი მსჯავრდებული და პრობაციონერი სხვადასხვა სარგებელს მიიღებს. 2018 წლის აგვისტოში აღნიშნულ რეგიონებში პროექტში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღების მორიგი ეტაპი დაიწყება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/116211701... Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
"ნაბიჯ- ნაბიჯ უკეთესი მომავლისკენ" - პროექტის პრეზენტაცია
Radio Atinati
ყოფილ მსჯავრდებულებსა და პრობაციონერებს ქუთაისში, დღეს მატერ...
Rioni.TV
ზუგდიდის საარსებო წყაროების განვითარების ცენტრში სოციალურ თე...
Radio Atinati
სოფელ ბერბუკში ყოფილი მსჯავრდებულებსა და პრობაციონერებს საჩუ...
Tv Dia
"ნაბიჯ–ნაბიჯ უკეთესი მომავლისკენ“
Radio Atinati
ზუგდიდში მატერიალური მხარდაჭერის პროგრამის გამარჯვებულები და...
Radio Atinati
სამეგრელოში მენტორობის პროგრამის განვითარების შესახებ სამუშა...
Radio Atinati
ასოციაცია „თანხმობის“ პროექტის საინფორმაციო ღონისძიება ზუგდი...
Radio Atinati