ACT –ის კვლევის პრეზენტაცია ზუგდიდში
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში პროექტის ,,დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე - ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის" ფარგლებში მომზადებული კვლევა წარმოადგინეს. ის ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის "აფხაზეთისთვის" (CHCA) დაკვეთით, კომპანიამ ACT მოამზადა. აღნიშნული კვლევა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ადგილობრივი თემების ეკონომიკური პოტენციალისა და შესაძლებლობების გამოვლენას ისახავდა მიზნად. მიგრაციის კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის ნათია ჭელიძის თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნული მოწყვლადი ჯგუფი საჭიროებს არა მხოლოდ ფულად დახმარებას, არამედ აუცილებელია მათი თვითდასაქმება, საკუთარი მეურნეობის გაჩენა და საკუთარი ეკონომიკური აქტივობით დაინტერესება. "კვლევის შედეგები საფუძვლად დაედება საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სტრატეგიის სამოქმედო გეგმას, რომელსაც დევნილთა სამინისტროს სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განახორციელებს", - აღნიშნა ჭელიძემ. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, აჭარაში, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონში ხორციელდება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ACT-ის და UNDP-ის კვლევის პრეზენტაცია - TV Pirveli
ACT Global
ოზურგეთში UNDP-ის და ACT-ის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გა...
Act Research
ACT-ის კვლევის შედეგები - მარიამ საყევარიშვილი, სტუმრად TV პ...
ACT Global
ACT-ის რუსეთ უკრაინის ომის განწყობების კვლევის შედეგების შეს...
ACT Global
#საქმიანები - "ოკტოპუსის ფორმულა" - გიორგი ასათაიანი
Business Media Georgia
საკონსულტაციო მომსახურების როლი პანდემიის პირობებში 🔴 #LIVE
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი
#ახალინორმა: როგორ აქციოთ ტრანსფორმაციის პროცესი კომპანიის წ...
ACT Global
ACT-ის ლოგომ REDDOT-ის კონკურსზე გაიმარჯვა
Act Research