დევნილთა ინფორმირების კამპანიაში ჩართულ მოხალისეებს სერტიფიკატები გადაეცათ

31.08.2016 02:16

ზუგდიდში დევნილთა საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს საინფორმაციო კამპანიაში მონაწილე 80 მოხალისეს სერტიფიკატები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელმა დაგლას ბოლმა, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ირაკლი უჯმაჯურიძემ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ გადასცეს. სახელმწიფო პროგრამის შესახებ საინფორმაციო კამპანია, რომელშიც 160 მოხალისე ჩაერთო, სააგენტომ მიმდინარე წლის 15 აგვისტოს დაიწყო. ოთხმოცი მოხალისე, კარდაკარის პრინციპით, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში არსებულ დევნილთა ჩასახლებებში იძულებით გადაადგილებულ პირებს, სულ 3000 ოჯახს, ესტუმრა და საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მოხალისეებმა საინფორმაციო კამპანია დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროექტის "ZRDA" ფარგლებში განახორციელეს. ხუთწლიანი პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ არის დაფინანსებული და მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 70 თემში, მათ შორის სამეგრელოს რეგიონში. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati.  . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

„საჭირო საქმე საჭირო დროს\"-დევნილთა...

„საჭირო საქმე საჭირო დროს"-დევნილთა...

odishitv

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ინოვაციური აპლიკაცია STOP COVID  შეიქმნა

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ინოვაციური აპლიკაცია STOP...

დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ინოვაციური აპლიკაცია STOP COVID  შეიქმნა
01:43

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ინოვაციური აპლიკაცია STOP...

დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო

ბინები ეკომიგრანტებისთვის

ბინები ეკომიგრანტებისთვის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში, იძულებით გადაადგილებულ 480 ოჯახს ბინები გადაეცემა

ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში, იძულებით გადაადგილებულ 48...

დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო

დევნილთა საკითხის განხილვას ქალაქის საკრებულოში ხმაური მოჰყვა
01:01

დევნილთა საკითხის განხილვას ქალაქის საკრებულოში ხმაური მოჰყვ...

Radio Atinati

დევნილთა აქცია
01:30

დევნილთა აქცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში,  დროებით, ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია იწყება
00:45

საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში, დროებით, ლეგალურ დასაქ...

დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო

ყველა ვიდეო