ზუგდიდის ტექნოპარკში „Fablab“-ის ორგანიზებით ორდღიანი ტრენინგი ტარდება. მონაწილეებმა ტრენინგის პირველ დღეს ძველი, გამოსაყენებლად გამოუსადეგარი მასალები განაახლეს და ძველი ჟურნალებისგან გამოჭრილი პატარა მავთულების საშუალებით სხვადასხვა სუვენირი, კალათა და დეკორატიული ნივთი დაამზადეს. ხვალ კი სამშენებლო მასალისგან ეცდებიან ახალი ნივთების შექმნას.
„ტექნოპარკის “Fablab”-ის დამხარებით უსარგებლო ნივთებს შეგვიძლია მივცეთ ახალი ფუნქცია. ეს მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან ზოგავს რესურსებს, ადამიანებს არ სჭირდებათ მატერიალური ხარჯები მასალის მოსაპოვებლად“, - აღნიშნა ტრენერმა თამარ დარჩიამ.
ტრენინგის მონაწილეები პროცესს საინტერესოს უწოდებენ. საქართველოს მოხალისის, ირაკლი ჯიქიას თქმით, კარგია, რომ ყველას აქვს შესაძლებლობა ჩაერთოს ძველისგან ახლის შექმნის პროცესში.
„Fablab“ ტექნოპარკის ბაზაზე არსებული საზოგადოებრივი ლაბორატორიაა, რომელიც თანამედროვე დანადგარებით არის აღჭურვილი. ლაბორატორია ყველასთვის ხელმისაწვდომია და აქ მუდმივად უფასო ტრენინგები ტარდება. როგორც თამარ დარჩია ამბობს, საქართველო „Fablab”-ის ქვეყნად არის გამოცხადებული.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/