ზუგდიდში ფერმერთა მომსახურების ცენტრი გაიხსნა
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ფერმერთა მომსახურების ცენტრი გახსნა. აღმასრულებელი დირექტორის გიორგი თოდუას თქმით, ცენტრი ფერმერებს სხვადასხვა სახის მომსახურებას, მათ შორის, წამლების, ტექნიკისის შეძენასა და უფასო კონსულტაციებს სთავაზობს. თოდუა ამბობს, რო ცენტრი მოგებაზე ორიენტირებული არ არის და მათი მთავარი მიზანი მეტი ფერმერთა ჯგუფის შექმნა და მათი ტექნიკური და მატერიალური უზრუნველყოფაა. „ფერმერებს ადგილზე მოემსახურებიან პროფესიონალი აგრონომები, რომლებიც გაუწევენ რეკომენდაციბებს, ასევე, ვთავაზობთ მაღალი ხარისხის პრეპარატები შეღავათიანი პირობებით და შეღავათიან ფასებში. გარდა ამისა, ვთანამშრომლობთ საფინანსო ორგანზიაციებთან, რომლებიც ჩვენს ფერმერებს ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ. გვეხმარებიან ჩვენი ძირითადი პარტნიორები ფერერო და USAID, რომელთა დახმარებით 100-მდე ფერმერს ნიადაგის ანალიზი ჩავუტარეთ და ასევე 100-მდე მაღალი ეფექტურობის შესაწამლი აპარატები და ტექნიკა გადავეცით. ამასთან, 5 000-მდე ფერმერთან ჯგუფურად ვმუშაობთ და აგრონომ-კონსულტანტები ადგილზე უტარებენ კონსულტაციებს, ასევე, ვაპირებთ სოფლებში მისვლას, მასიურ ტრენინგებს და ვაპირებთ მოძრავი ცენტრის ამოქმედებას“, - თქვა თოდუამ. ცენტრის გახსნა სამეგრელოში მოღვაწე ფერმერები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ ცენტრის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ ის ფერმერებს ხელს შეუწყობს, რომ საკუთარი პლანტაციებში თხილის დროული და სწორი მოვლა შეძლონ. „თხილი აქტიურ ფაზაშია უკვე და აუცილებელია მისი შეწამლვა შხამქიმიკატებით, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს. სწორედ ის არის მთავარი, რომ ეს ცენტრი მოგებაზე ა არის ორიენტირებული, არამედ, ნაკლებ ფასში ფერმერს, გლეხს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს პრეპარატებიც და ტექნიკაც. ჭრაქის, სიდამპლისა და ნაცრის საწინააღმდეგოდ ახლა უნდა დავიწყოთ წამლობა. ასოციაციამ გვაქჩუქა აპარატი და ის დაურიგდება სხვა ჯგუფებსაც და მისი მომსახურებით, 30-40 ფერმერი ისარგებლებს“, - აღნიშნა წალენჯიხელმა ფერმერმა როზმარ კვარაცხელიამ. დღევანდელ ღონისძიებაზე გათამაშებაც მოეწყო, რომელშიც ფერმერებმა საჭირო ტექნიკა და პრეპარატები მოიგეს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ფერმერთა მომსახურეობის ცენტრი - ზუგდიდი
GiorgiEZ Bakhbava
თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ ორსანტიელ ფერმერებს მავნებლის...
Radio Atinati
ზუგდიდში ფერმერთა დღე გაიმართა
Radio Atinati
ზუგდიდში მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწ...
makho Basy
ფერმერთა დღე ზუგდიდში
Radio Atinati
ფერმერთა დღე ზუგდიდში
STV NEWS
ფერმერთა დღე ზუგდიდში
Livepress. ge
"ჩვენ გეძებთ შენ" - დასაქმების ფესტივალი ზუგდიდში
Radio Atinati