თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ ორსანტიელ ფერმერებს მავნებლის შესაწამლი აპარატი გადასცა
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ დღეს სოფელ ორსანტიაში წევრ ფერმერებს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შესაწამლი მოწყობილობა უსასყიდლოდ გადასცეს. აპარატები ადგილზე დღეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი თოდუამ და მთავარმა აგრონომმა ჩაიტანეს.„ჩვენ ფერეროსა და USAID-ის დახმარებით ასოციაციის წევრ ფერმერებს მაღალი ეფექტურობის აპარატები დავურიგეთ. გარდა იმისა, რომ ვეხმარებით მავნებელთან ბრძოლაში, მაღალი ტექნოლოგიების საშუალებით შესაძლებელია, რომ ახალი თხილის პლანტაციები გაშენდეს, რაც თხილის პროდუქციის გაზრდას შეუწყობს ხელს. ეს ყველაფერი კი განავითარებს საქართველოს ეკონომიკას. ასოციაცია დამეწყებ და უკვე გამოცდილ ფერმერებსაც უწებს მომსახურებას“, - აღნიშნა თოდუამ. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მთავარმა აგრონომმა ორსანტიელი ფერმერების კითხვებს უპასუხა და მათ შესაბამისი რჩევებიცმისცა. „ჩვენ ვურჩევთ ფერმერებს, რომ წამლობა ჩაატარონ კომბინირებული ნაზავებით, რომ ერთი შრომითი დანახარჯით უფრო დიდ ეფექტს მივაღწიოთ. რაც შეეხება შეწავლვის ვადებს, ეს დაგვიანებული არ არის. კლიმატიდან გამომდინარე, წამლობის დაწყება სწორედ ახლაა ეფექტური, თუმცა, რაც შეიძლება, შემჭიდროებულ დავდებში“, - თქვა რევაზ შონიამ. ადგილობრივმა ფერმერებმა თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წევრებს მადლობა გადაუხადეს. მათი განმარტებით, თხილის მავნებლის პრობლემა სოფელში, უკვე რამდენიმე წელია, არსებობს და მათ საკუთარი ძალებით პლანტაციების შეწამლვა არ შეეძლოთ.„სამი წელიწადია, ვწვალობთ. მადლობლები ვართ ასოციაციის, რომ მოგვიტანეს შესაწამლი მოწყობილობა. შეწამლვა ფინანსებთანაა დაკავშირებული და ჩვენ ეს არ შეგვიძლია“, - აღნიშნა ერთ-ერთმა ფერმერმა გენადი ხაზალიამ.ორსანტიის გარდა, თხილის მწარმოებელთა ასოცაიციის წევრ ფერმერებს შესაწამლი აპარატები და შესაბამისი აღჭურვილობა ზუგდიდის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებშიც გადაეცემათ.პარალელურად, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამლვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დღეს დაიწყო. ორსანტიელ ფერმერებს მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეხვდნენ და მავნებლის წინააღმდეგ დაგეგმილი სამუშაოები გააცნეს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
სოფელ ნაცატუში თხილის საშრობ-სასაწყობე საწარმო გაიხსნა
Radio Atinati
თხილის მოსავლის გადარჩენის მასშტაბური პროექტი დაიწყო
Radio Atinati
ზუგდიდში ფერმერთა მომსახურების ცენტრი გაიხსნა
Radio Atinati
ჩხოროწყუში საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ „ფერმე...
Radio Atinati
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ „ფერმერთა მომსახუ...
Radio Atinati
თხილის მოსავლის გადარჩენის კამპანია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოფელ ნაცატუს თხილის საშრობში ფერმერებმა პირველი მოსავალი მი...
Radio Atinati
დაბალი ზონის სოფლებში თხილი მოსავალი განადგურდა
Radio Atinati