სოფელ ნაცატუს თხილის საშრობში ფერმერებმა პირველი მოსავალი მიიტანეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუს საშრობ-სასაწყობე საწარმოში ადგილობრივმა ფერმერებმა თხილის მოსავალი გასაშრობად მიიტანეს. საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა გიორგი თოდუამ ხაზი გაუსვა თხილის საშრობის საწარმოს პრიორიტეტულობას და თქვა, რომ შარშანდელთან შედარებით ასოციაციის წევრების რაოდენობა გაათმაგდა. ,, უკვე მინიმუმ ორჯერ მეტი ხარისხიანი მოსავლის მოლოდინში ვართ, ზოგიერთ სოფლებში უკვე დაიწყეს მოსავლის აღება, ასე ვთქვათ მოკრეფა, თუმცა ერთობლივი მოსავლის აღება მოგვიანებით დაიწყება. აუცილებელია, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში ავიღოთ მოსავალი, გავაშროთ სათანადოდ და დავასაწყობოთ. როდესაც ლაბორატორიაში ვაკეთებთ ანალიზებს აშკარად ჩანს, რომ ვინც გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაციები, მათი პროდუქცია არის მაღალი ხარისხის, ხოლო იმ ფერმერებს, რომლებსაც არ შეუწამლავთ თხილი მათი მოსავალი უხარისხოა’’ - აღნიშნა თოდუამ. ფერმერმა გიორგი ზარქუამ საწარმოში წალენჯიხიდან ნახევარ ტონამდე თხილი მოიტანა გასაშრობად. ის წელს სამ ტონამდე მოსავალს ელოდება. ,,ასოციაციამ გადმოგვცა შესასხური აპარატი, შევწამლეთ ექვსჯერ. თვეში სამჯერ, ოთხჯერ დადის ჩვენი კონსულტანტი. ყველას ვურჩევ გაწევრიანდეს ამ ასოციაციაში და მიიღებენ უმაღლეს შედეგს’’, - გვითხრა წალენჯიხის მკვიდრმა. ჭკადუაშში მცხოვრებ ფერმერ იაკობ გულორდავას თხილის ბაღები ოთხ ჰექტარზე აქვს გაშენებული და 4 ტონამდე მოსავალს ელოდება. ის აღნიშნული ასოციაციის წევრია და პლანტაციებს აგრონომების რჩევებით უვლის. ,, ექვსჯერ შევწამლე, მეშვიდეჯერაც ვაპირებ წამლობას, ჩემს პლანტაციაში ფაროსანა არ შემინიშნავს. კმაყოფილი ვარ ასოციაციის მომსახურებით და ვგეგმავ თხილის საშრობში მოტანას,’’ - აღნიშნა იაკობ გულორდავამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში თხილის საშრობი და სასაწყობე საწარმო 2018 წლის აგვისტოში გაიხსნა, რომელიც არსებული სიმძლავრით 600-ზე მეტი ფერმერის მომსახურებაზეა გათვლილი. საწარმოში 1000 ტონა თხილის გამოშრობა და 500 ტონა პროდუქციის დასაწყობებადა შესაძლებელი. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinati1059fm
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
სოფელ ნაცატუს თხილის საშრობში ფერმერებმა პირველი მოსავალი მი...
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია
სოფელ ნაცატუში თხილის საშრობ-სასაწყობე საწარმო გაიხსნა
Radio Atinati
ადვოკატი სასამართლო სხდომაზე: "ჩვენ ყველანი პოლიტიზირებულები...
Radio Atinati
სანდრა რულოვსი სოფელ ნაცატუს მოსახლეობას შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქცია სოფელ ნაცატუში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ენმ"- ადგილობრივ თვითმმართველობას მოსახლეობაზე ზეწოლაში ადა...
Radio Atinati
სანდრა რულოვსი: მუქარა არ მუშაობს
Radio Atinati
ალერტი - ბნელეთის ღმერთი
Radio Atinati