\"ნაციონალური მოძრაობის\" ზუგდიდის ოფისში პარტიის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა, სოფელ კორცხელის საბავშვო ბაღის გამგის თანამდებობაზე აღდგენის ფაქტზე, ბრიფინგი გამართა. მან ირმა ნაჭყებიას თანამდებობიდან გათავისუფლების პოლიტიკურ მოტივზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
ყოფილმა პირველმა ლედიმ პარტიის მხარდამჭერებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
\"მსგავსი ფაქტი იყო მარტვილში, 18 გამგებელი გაათავისუფლეს, მაგრამ სასამართლომ აღადგინა ისინი, ასე რომ, მუქარა არ მუშაობს. გემუქრებიან? მშვიდად იყავით, იმუშავეთ, ჩაერთეთ დემოკრატიულ პროცესებში და თუ რამე, როგორც ირმამ მოიპოვა სამართალი, ისე მოიპოვებთ თქვენ\", - აღნიშნა რულოვსმა.
კორცხელის ბაღის ყოფილმა გამგემ ირმა ნაჭყებიამ მისი გათავისუფლების მიზეზებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით იყო განპირობებული. მისივე ინფორმაციით, მოპასუხე მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს, თუმცა, ამბობს, რომ სიმართლის დამტკიცებას ნებისმიერ ინსტანციაზე შეძლებს.
\"პარტია \"ქართულმა ოცნებამ\" კორცხელში წაგების გამო ჩემზე შური იძიეს. მე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ დაპირისპირებას და შუღლს ბოლო მოეღოს. სასამართლომ კი ძალიან სამართლიანად იმსჯელა\", - თქვა ბრიფინგზე ნაჭყებიამ.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ირმა ნაჭყებიას კორცხელის ბაღის გამგის პოზიციაზე აღდგენის გადაწყვეტილება 19 სექტემბრის სხდომაზე მიიღო.
ცნობისთვის, სოფელ ნაცატუს საბავშვო ბაღის დირექტორის გათავისუფლების საკითხი პირველად ფრაქცია \"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის\" წევრმა თენგიზ გუნავამ გაახმაურა. ენ-ში ამტკიცებდნენ, რომ ნაჭყებია დაკავებული თანამდებობიდან კორცხელში პარტიის გამარჯვების შემდეგ გაათავისუფლეს.
ბრალდებას უარყოფენ გამგეობაში და აცხადებენ, რომ ნაცატუს ბაღის დირექტორის გათავისუფლება შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე მოხდა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ საბავშვო ბაღში მღრნელების მიერ დაზიანებული საკვები პროდუქტი აღმოჩნდა.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/